თბილისში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებულნი.

მეტი...

“უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია”- სალომე ზურაბიშვილი

“უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა  აღნიშნა, „შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე – ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული“. „უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში…

მეტი...

ანტისამთავრებო აქციაა თელ ავივში

თელ ავივში ანტისამთავრობო აქცია იმართება. დემონსტრანტები ისრაელის თავდაცვის ძალების ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. „ეს არ არის მხოლოდ მძევლების ოჯახის წევრების ბრძოლა, ეს ყველა მოქალაქის ბრძოლაა იმ ქვეყანაში, რომელსაც სიცოცხლე სურს“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ისრაელში უკვე მე-11 დღეა, რაც აქცია იმართება.

მეტი...

ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიების გამო, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა 12 სექტემბრის 08:00-დან 13 სექტემბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამავე მონაკვეთში ავტომობილების მფლობელები ვერც პაიჭაძის ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცით ისარგებლებენ. „შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება პაიჭაძისა და ევგენი მიქელაძის ქუჩების კვეთამდე, ასევე, პაიჭაძისა და ნოდარ ახალკაცის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ რობაქიძის გამზირიდან მიქელაძისა და ბელიაშვილის ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320, N299, N311, N351 N304 და მიკროავტობუსები: N541 N526, N550,…

მეტი...

“ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია”- აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. აღნიშნულის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს. „კიდევ ერთხელ, აშშ და E3 მოქმედებენ გაუმართავი დაზვერვისა და მცდარი ლოგიკის საფუძველზე. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ მიუწოდებია. წერტილი. სანქციების მომხრეებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როგორ შეუძლია ირანს, აწარმოოს და გაყიდოს ასეთი იარაღი? სანქციები არ არის გამოსავალი, არამედ პრობლემის ნაწილია“– წერს აღაჩი. რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ირანს სანქციები დაუწესეს.

მეტი...

“განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით”- საქართველოში ავსტრიის საელჩო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან გამარჯვებას ეხმაურება და გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას. განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. წარმატებები სამომავლო შეხვედრებში“- წერს საელჩო სოციალურ ქსელში. საქართველოს ნაკრები ალბანეთის გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.  

მეტი...

ენტონი ბლინკენისა და დევიდ ლამის კიევში ვიზიტის დროს ჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა. როგორც მედია წერს, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს. რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავას რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონ გირვანქა სტერლინგის დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ამერიკელ კოლეგა, ენტონი ბლინკენთან კიევში ერთობლივი ვიზიტისას განაცხადა. ლემის განცხადებით, 242 მილიონი გირვანქა სტერლინგი 2024-2025 წლებში იქნება გამოყოფილი გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სასტაბილიზაციო საჭიროებებისთვის, ასევე რეფორმების მხარდაჭერისთვის, აღდგენასა და რეკონსტრუქციისთვის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკე აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის გამყარების მიზნით, მსოფლიო ბანკის კრედიტებისთვის 484 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საკრედიტო გარანტიები იქნება გამოყოფილი. „დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია. ჩვენი ვალდებულება 600 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოვყოთ,…

მეტი...

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში 14 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ორი ბავშვია. საავადმყოფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ისრაელი ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლას დაესხა თავს, სადაც პალესტინელები აფარებდნენ თავს. თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 18 ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნეები იყვნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც სკოლას იყენებდნენ ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მათივე თქმით, ისრაელმა მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად.

მეტი...

„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს”- ზელენსკი

„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“-  განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს მიმდინარე თვის ბოლოს წარუდგენს.  

მეტი...

გიორგი გახელაძემ 33 კილომეტრიანი ზღვის მონაკვეთი მოტოციკლით გაიარა

ფოთში, ქართველმა მოტო-მრბოლელმა გიორგი გახელაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 33 კილომეტრიანი ზღვის მონაკვეთი მოტოციკლით გაიარა. მან  ავსტრალიელი რეკორდსმენის რეკორდი მოხსნა

მეტი...

“რუსეთის პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა აშშ-ის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, ორ ძალას შეუძლია „პოტენციალის გაერთიანება“. „მინდა, შეგახსენოთ, რომ მოსკოვი და პეკინი უპასუხებენ აშშ-ის მხრიდან „ორმაგ შეკავებას“ ორმაგი კონტრქმედებით. ჩვენი ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ორმაგი კონტრქმედება არ ეწინააღმდეგება ამას. ეს არის თავდაცვითი პოზიცია, ეს არ არის ინიციატივა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ჩვენ წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის პოლიტიკაა, რატომ არ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი პოტენციალი და არ გავცეთ შესაბამისი პასუხი?“- განაცხადა ზახაროვამ, როდესაც მას ჰკითხეს იაპონიაში აშშ-ის…

მეტი...

„საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა”- ეუთო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი

„საქართველოში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბოლო წლებში მომხდარი უკუსვლის შემოტრიალების პერსპექტივები გაჩნდება“- ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და “საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის” ვიცე-პრეზიდენტმა, დენ ბაერმა სომხეთის თემატიკას მიძღვნილ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა. „საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა. კერძოდ კი, ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის უკუსვლა გულსატკენი იყო ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოს რამდენიმე წლის წინ ნათელ შუქად ხედავდა. საქართველო დადანაშაულებული იყო იმაში, რომ სანქციებისთვის გვერდის ასავლელ „მილს“ წარმოადგენდა და რუსეთში ისეთ საქონელს ექსპორტირებდა, რომელთა რუსეთში ექსპორტიც არ უნდა მომხდარიყო. ახლანდელმა მთავრობამ ფაქტობრივად გადააკოპირა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც არასამთავრობო…

მეტი...

“საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას”- კობახიძე

„საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას. „ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე…

მეტი...

შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ. ისინი „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით,  „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლებიდა დაზიანდა ნიადაგი. „გვაზიანებს კომპანია და არ გვაქცევენ ყურადღებას. ზიანდება სახლები, არის მარგანეცის მტვერი და ფაქტობრივად, აღარ შეიძლება იქ ცხოვრება. არ აინტერესებს არავის ჩვენი გასაჭირი. მოგვაქციონ ყურადღება, სახელმწიფო ჩაერთოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. შეაწუხოს ეს კომპანია. თვეები და წლებია ეს პროტესტი გრძელდება. მე-11 დღეა ბიჭები შიმშილობენ. ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი მამაპაპისეული ადგილ-მამული. არ…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. რუსთაველის გამზირზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

მეტი...

“ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე”- ევროკომისარი

ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხდა. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა. „ზამთრის მოახლოებასთან ერთად განვაგრძობთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერას“-  განაცხადა სიმსონმა. დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიში 2024 წლისთვის. ანგარიში აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდა ევროკავშირი უპრეცედენტო გამოწვევებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.

მეტი...

ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. 11 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია: „მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მიმართვა გალის რაიონიდან არჩეული ხუთი დეპუტატის (ჯემალ გამახარია, თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია და ზურაბ ჯგუბურია) მიმართ. ჩვენ მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ ენგურის ხიდზე მოძრაობა. ისინი ითხოვენ ყურადღებას. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათდამი დამამცირებელი, შეურაცხყმყოფელი დამოკიდებულების გამო, რომელსაც ჩვენს მხარეს მაკონტროლებელი ორგანოების ზოგიერთ თანამშრომელთან ურთიერთობისას აწყდებიან. რასაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები წერენ, წასაკითხადაც მძიმეა. ამ მიმართვის გავრცელების შემდეგაც…

მეტი...

„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტად დასახელებას გამორიცხავს. მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ ჩაეწერა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველ ნომრად? ხომ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, ის იყოს დასახელებული პრეზიდენტად?“. „შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს და ა.შ. კაცს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო, გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და შემდეგ მობრუნება მოუწია, რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ. აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, თავის დროზე დაამტკიცა თავისი მოქმედებით, ამ კაცს აინტერესებს თავისი სამშობლო და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – ამ არჩევნების მნიშვნელობა“–…

მეტი...

“სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არ შეიძლება, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ნორმად იქცეს. „იქაც უნდა დასრულდეს მისი ტერორის მეფობა. ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არ შეიძლება დავუშვათ, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები „ახალ ნორმად“ იქცეს. სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება“ – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.  

მეტი...

ლუკა ტონიმ საქართველოს ნაკრები შეაქო

მსოფლიო ჩემპიონმა, იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლუკა ტონიმ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე და „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. „ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა კი ტურნირზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვა, გუნდი ფინალურ ეტაპზეც წარმატებით გამოვიდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა, ამის გამო საქართველოს ნაკრები შევაქო. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან თავისი კლასი უკვე აჩვენა. ჩვენ ბედნიერება გვაქვს, რომ ის იტალიის სერია A-ში თამაშობს. კვარას შესახებ ყველაფერი ვიცით – ის მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი მოთამაშეა. ვუსურვებ, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს“-  განაცხადა ლუკა ტონიმ. იტალიელი…

მეტი...

“რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის”- გია ვოლსკი

„რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა. ვოლსკი ამბობს, რომ სპორტი განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის მათ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი წარმმართველია. რომან გოცირიძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულზე განაცხადა რომ: „ლამაზი ფასადური სახეები – ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების” პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ – საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული…

მეტი...

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა- ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი. ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა დაჭრილი ჯარისკაცი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაჰყავდათ. საავადმყოფოში სულ რვა ადამიანია გადაყვანილი. როგორც მედია წერს, მძიმედ დაშავებულთა შორისაა ის ჯარისკაციც, რომლის გამოსაყვანადაც ვერტმფრენი გაიგზავნა.    

მეტი...

ლატვიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას, უკრაინული მედია მთავრობის მეთაურზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს. „ლატვია მუდმივად უჭერს მხარს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და არის ჩვენი საიმედო მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში“ – აღნიშნა შმიგალმა. 11 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ მინისტრი, ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ.

მეტი...

“უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნაა“- ერდოღანი

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნაა“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ყირიმის პლატფორმაზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ჩვენი გულწრფელი სურვილია, ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე“ – აღნიშნა ერდოღანმა.

მეტი...

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ვილი სანიოლის გუნდმა გუშინდელი გამარჯვებით ალბანეთს გადაასწრო და 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის გუნდი დაამარცხა. შეხვედრა, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მეტოქის კარებში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

მეტი...

ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ზოგან შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა, ხოლო ელჭექის, დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი მოვალეობის შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. მას ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს. გენერალური მდივნის მანდატის იენს სტოლტენბერგიდან მარკ რუტეზე გადასვლის აღსანიშნავი ღონისძიებები ნატოს შტაბბინაში ჩატარდება.

მეტი...

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1459 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 97 მეგავატი. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 378 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1081. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული…

მეტი...

უცხოელ დედა-შვილს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დედა-შვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 6 იანვარს, ბრალდებულები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები – დედა -შვილი, უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა გასაღების მიზნით მივიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების…

მეტი...

“სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია”- ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის გუნდი დაამარცხა. გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია. როგორც ფეხბურთელი წერს, გუნდი მზადაა მაქსიმუმი გააკეთოს. „ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ. როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინ ღაც დიდს ვაღწევთ. სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით! ” – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.  

მეტი...

წყალდიდობა ვიეტნამში – დაღუპულია 155 ადამიანი

ვიეტნამის დედაქალაქში, ჰანოიში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში ტაიფუნი „იაგი“ მძვინვარებს. წყალდიდობისა და მეწყრის გამო დაღუპულია 141 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვიეტნამის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, დედაქალაქის ზოგიერთ დატბორილ უბანს უსაფრთხოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

მეტი...

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ განცხადებებისა და გამოსვლების დროს სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა არ გამოიყენონ, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, წინასაარჩევნო პროცესში საჯარო მოსამსახურეებისადმი გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და პროვოკაციული ქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს: განცხადებებისა და გამოსვლების დროს არ გამოიყენონ სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა,…

მეტი...

დრეზდენში ხიდი ჩაინგრა

გერმანიაში, დრეზდენში კაროლას ხიდი ჩაინგრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“  ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 03:00 საათზე მოხდა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ხიდის ჩანგრევა, სავარაუდოდ, დიდ სატრანსპორტო ქაოსს გამოიწვევს. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს ხიდზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

მეტი...

“რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია”- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. „სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ და ამ მომენტში, უბრალოდ, მედიაში მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზაციისთვის“ – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს, შესაძლოა, უკრაინას ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს. პესკოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა კრემლი არ ფიქრობს, რომ…

მეტი...

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 9 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მედია წერს, რომ ქალს სასიკვდილოდ თავისმა შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც სათვალთვალო კამერებმა ჩაიწერა.

მეტი...