ვიეტნამის დედაქალაქში, ჰანოიში წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში ტაიფუნი „იაგი“ მძვინვარებს.
წყალდიდობისა და მეწყრის გამო დაღუპულია 141 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვიეტნამის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, დედაქალაქის ზოგიერთ დატბორილ უბანს უსაფრთხოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.