„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტად დასახელებას გამორიცხავს.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რატომ ჩაეწერა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველ ნომრად? ხომ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, ის იყოს დასახელებული პრეზიდენტად?“.

„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს და ა.შ. კაცს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო, გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და შემდეგ მობრუნება მოუწია, რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ. აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, თავის დროზე დაამტკიცა თავისი მოქმედებით, ამ კაცს აინტერესებს თავისი სამშობლო და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – ამ არჩევნების მნიშვნელობა“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები