ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ორი ბავშვია. საავადმყოფოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელი ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლას დაესხა თავს, სადაც პალესტინელები აფარებდნენ თავს.
თავდასხმის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 18 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნეები იყვნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც სკოლას იყენებდნენ ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. მათივე თქმით, ისრაელმა მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად.