„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს”- ზელენსკი

„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პარტნიორები თუ მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“-  განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს მიმდინარე თვის ბოლოს წარუდგენს.

 

მსგავსი თემები