„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნაა“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ყირიმის პლატფორმაზე“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი გულწრფელი სურვილია, ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე“ – აღნიშნა ერდოღანმა.