ევროკავშირი მზადაა სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე, ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხდა. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის იმპორტის წილი მკვეთრად შემცირდა.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად განვაგრძობთ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერას“- განაცხადა სიმსონმა.
დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ენერგეტიკული კავშირის მდგომარეობის ანგარიში 2024 წლისთვის. ანგარიში აღწერს, თუ როგორ გაუმკლავდა ევროკავშირი უპრეცედენტო გამოწვევებს ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში.