“სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება”- გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არ შეიძლება, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ნორმად იქცეს.

„იქაც უნდა დასრულდეს მისი ტერორის მეფობა. ყირიმის პლატფორმის მეოთხე სამიტზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არ შეიძლება დავუშვათ, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები „ახალ ნორმად“ იქცეს. სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება“ – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.

 

მსგავსი თემები