“რუსეთის პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის პარტნიორობა ჩინეთთან არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა აშშ-ის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში, ორ ძალას შეუძლია „პოტენციალის გაერთიანება“.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ მოსკოვი და პეკინი უპასუხებენ აშშ-ის მხრიდან „ორმაგ შეკავებას“ ორმაგი კონტრქმედებით. ჩვენი ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ორმაგი კონტრქმედება არ ეწინააღმდეგება ამას. ეს არის თავდაცვითი პოზიცია, ეს არ არის ინიციატივა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ თუ ჩვენ წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის პოლიტიკაა, რატომ არ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი პოტენციალი და არ გავცეთ შესაბამისი პასუხი?“- განაცხადა ზახაროვამ, როდესაც მას ჰკითხეს იაპონიაში აშშ-ის რაკეტების შესაძლო განლაგების შესახებ.

მსგავსი თემები