ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას, უკრაინული მედია მთავრობის მეთაურზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლატვია მუდმივად უჭერს მხარს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და არის ჩვენი საიმედო მოკავშირე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში“ – აღნიშნა შმიგალმა.
11 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ მინისტრი, ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ.