უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ვასო ქარდავას, სამშობლოში 17 აგვისტოს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ვასო ქარდავას, სამშობლოში 17 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ,,17.08.2024, 05:30 ჩამოასვენებენ ვასო ქარდავას, (თბილისის აეროპორტი) ჩვენი დროის გმირი ჩვენი ძმა, გთხოვ დახვდით და შესაბამისი პატივი მიაგეთ ჩვენ გმირ ძმას! დიდება მის სულს და ჩვენს გმირებს!”, – წერს ქართველი მებრძოლი, ნური მითაგვარია. არსებული ინფორმაციით, ვასო ქარდავა 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. ის რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა. 34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო.

მეტი...

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც 2008 წელს ჩაიდინეს” – ირაკლი კობახიძე

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე, იმ ღალატის შესახებ რომელიც 2008 წელს ჩაიდინეს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ომში ჩაითრიონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება: ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი ჩადენილი დანაშაულის, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდანაც.…

მეტი...

აშშ-რუსეთის მოქალაქე ქსენია კარელინა უკრაინული ფონდში $51 გადარიცხვისთვის სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას უკრაინული ფონდისთვის 50 დოლარის შეწირვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, კარელინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ. ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა. გამომძიებლების თქმით, გოგონა “2022 წლის თებერვლიდან პროაქტიულად აგროვებდა ფულს ერთ-ერთი უკრაინული ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე” და “არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში” უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა კარელინას ტელეფონში $51.8 ოდენობის გადარიცხვა იპოვეს უკრაინული ფონდის Razom for Ukraine სასარგებლოდ. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა. გამოძიება კარელინასთვის 15…

მეტი...

ქუთაისში, გოლიათი ბავშვი დაიბადა

ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ჩვილის წონა 4 800 კილოგრამია. ბავშვი დედის მე-6 შვილია. ჩვილი „ახალ N2 სამშობიარო სახლში“ დაიბადა. ბავშვის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს კლინიკა ავრცელებს.

მეტი...

კატარში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო

კატარის დედაქალაქ დოჰაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები. „ჰამასმა“ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი იმ დროს გაიმართა, როცა ირანი 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ისრაელზე იერიშის მისატანად უკვე მზად იყო. სასწორის პინაზე 10-თვიანი ომის დასრულება და 115 ებრაელი და უცხოელი გატაცებული ადამიანის დაბრუნება დევს. ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წყალობით შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გარეტ ედუარდ უორდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ,,სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

გაყინულ კატლეტში სალმონელა აღმოჩნდა

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13) ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშები (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) აიღეს. ,,სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA). ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული…

მეტი...

სემეკი მოუწოდებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს სრულად დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევის გამო სს „თელასი“ დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სემეკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დარღვევების აღმოფხვრა და დაკისრებული ჯარიმის – 5000 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, სს „თელასმა“ მომართა სემეკს და მოითხოვა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახედვა. კომპანიის მიერ მიერთებისთვის გასაწევი ხარჯების ადეკვატურობის შეფასების მიზნით, სემეკმა დაიწყო სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების და უკვე მიერთებული მომხმარებლების სიმძლავრის გაზრდის პროექტების შესწავლა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სს „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აღემატებოდა…

მეტი...

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი და რა უნდა გავითვალისწინოთ – ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა. ,,მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა. ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს. ,,მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გაცილებულა აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან,…

მეტი...

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

,,იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა”, – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ივლისის თვეში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. „მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი მიმდინარე წლის ივლისში მოინახულა. მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. რამდენიმე დღის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები შიჰანის მთაზე…

მეტი...

,,უკრაინის შესვლა კურსკში პუტინის დამცირებაა” – ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი

,,უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში წარმოებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აშკარა დამცირებაა”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასჩუნასიმ. მისი თქმით, უკრაინამ კურსკში წარმატებული სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მოკლე ხანში შთამბეჭდავი რაოდენობის დასახლებული პუნქტები აიღო. მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევი ამ ოპერაციით რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით წარდგება.

მეტი...

,,ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება” – პრეზიდენტი

,,ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ერთად, სახალხო ზეიმი უნდა იყოს. „მინდა ყველას მივულოცო ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, არამხოლოდ იმათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და ძალიან გაახარა საზოგადოება, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვმონაწილეობდეთ ამ დონეზე, ამდენი გამარჯვებით. 24-ე ადგილი არ არის ხუმრობა, მთელი საზოგადოება მართლაც ზეიმობს მათთან ერთად. მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს, 13:00 საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე…

მეტი...

,,ოლიმპიელების დაჯილდოება არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც მთავრობას აქვს გადაწყვეტილი. ,,ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას და არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. მეორე საკითხია, რომ პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე. ყველას ერთად მივიღებთ სექტემბერში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

,,ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი” – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვას სეიმის ვიცე სპიკერის ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, ,,ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის კარი არასდროს გაიღება. ,,ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები…

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა. ,,სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი…

მეტი...

,,მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე, რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის?” – ზურა ჯაფარიძე

,,მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე; რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის?”, – წერს ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ,,ამ ქვეყნაში ფეხბურთზე აფანატებს ხალხი. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს ფანატიზმი გაათმაგებულია. ბევრს გაუჩნდა რწმენა რომ თუ ევროპაზე მოხვედრა შევძელით, მსოფლიოზეც შეიძლება მოვხვდეთ. შესარჩევის პირველი მატჩია ჩეხეთთან და ზღვა ხალხს სურს ამ თამაშის სტადიონზე ნახვა. თან ევროპის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ნაკრები, რომელმაც სასწაული მოახდინა ცოტა ხნის წინ, ლაივში ნახონ. სულით პრო&ი თუ არა ხარ, რატომ უნდა შეუზღუდო ადამიანებს ამის გაკეთების შესაძლებლობა? მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე. რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა…

მეტი...

პრეზიდენტი 15 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

მეტი...

,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი” – თიკა კანდელაკი

,,საქართველოში დადგა სიმართლის ტრიუმფი”, – წერს თინა კანდელაკი, ,,ქართული ოცნების” განცხადებების საპასუხოდ. ,,ოცნებამ” 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულის გამოძიება დააანონსა. აგვისტოს ომის დამკვეთად გლობალური ომის პარტია, დაკვეთის შემსრულებლებად კი პოლიტიკური ოპონენტები დაასახელა. ,,ხალხი მზად არის დაელოდოს სიმართლეს წლების განმავლობაში და ათწლეულების განმავლობაშიც კი. მის მისაღწევად ადამიანები მსხვერპლზე მიდიან, იტანჯებიან და კვდებიან. ყველაზე ცუდი ისაა, თუ ძალაუფლებასა და „კეთილ“ ზრახვებს ამოფარებულები სიმართლეს ზემოდან ამახინჯებენ, თუ სიცრუის წყარო და მეურვე უღირსი, უსინდისო მმართველია. მაშინ სიმართლის პოვნის ფასი ასტრონომიული ხდება. დღეს საქართველოში სიმართლის ტრიუმფი, რომლისთვისაც ყველამ დიდი ფასი გადავიხადეთ, საბოლოოდ დადგა”,…

მეტი...

ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა

„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაციას bnn.de ავრცელებს. „ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“,– წერია bnn.de-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში. „კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო.  

მეტი...

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა

ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.„ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისში, 7 სექტემბერს, 20 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრით ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას იწყებს, სადაც ჩვენი მეტოქეები, ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან. მაღალი მოთხოვნის გამო, 12:57 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს გადასცდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 2023 წელს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ 27 223 მაყურებელს იტევს.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები აიღეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში დასახლებული პუნქტები, ჟელანოე და ორლოვკა დაიკავეს. სადამკვირვებლო პროექტის, „დიფ სთეითის“ მონაცემებით ,რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ნიუ-იორკის, ნიკოლაევკის, ჟურავკის და კრასნოგოროვკის მიმართულებით. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია პოკროვსკის მიმართულებით. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ  რუსეთის არმიას აქვს მცირე წინსვლა პოკროვკსი მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ფრონტის ხაზზე 153 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მეტი...

„ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა“- ლაშა გურული მიმართვას ავრცელებს

“არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ“- წერს მოკრივე, პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული სოციალურ ქსელში. გურულის თქმით, გულშემატკივრების მხრიდან ეს ემოცია ჩემპიონობაზე უფრო მეტია. “არ შემეძლო ეს პოსტი, რომ არ დამეწერა ! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული, აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ.  მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს ! ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი“- წერს ლაშა გურული.  

მეტი...

„რუსული გაზსადენის აფეთქების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა“- „უოლ სთრით ჯორნალი“

გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა. სტატიის ავტორები წერენ, რომ რუსულ გაზსადენებზე აფეთქებების მოწყობის იდეა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს და ბიზნესმენს ჯერ კიდევ 2022 წელს გაუჩნდა. გეგმის რეალიზაცია 300 000 დოლარი ჯდებოდა. როგორც ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, ოპერაციას კურირებდა გენერალი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური დავალებების შესრულების გამოცდილება. მისი ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.  

მეტი...

„აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს“ – ოფიციალური ჩინეთი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ-ის ბირთვული არსენალის თვალსაზრისით შესაძლოა ჩინეთმა გადაუსწროს, ოფიციალური ჩინეთი ეხმიანება. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს. „აშშ-ს ბირთვული არსენალი ბევრად აღემატება ჩინეთს. ჩინეთი მიჰყვება ბირთვული იარაღის „პირველი არ გამოყენების“ პოლიტიკას და ბირთვულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია თავდაცვაზე. ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებს თავის ბირთვულ ძალას მინიმალურ დონეზე, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს და არასოდეს ერთვება იარაღების რბოლაში ვინმესთან“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.  

მეტი...

ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე ამოქმედდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაავრცელა. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგოროდის ოლქში რეაგირების ფედერალური დონე იმოქმედებს. ეს არის საგანგებო მდგომარეობის უმაღლესი დონე.  

მეტი...

უკრაინამ კურსკში 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ. უკრაინამ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.    

მეტი...

ატომურ წყალქვეშა ნავების თანამშრომლობაზე ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ავსტრალიის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლსის განაცხადებით, ავსტრალიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს სამ ქვეყანას, გაცვალონ ბირთვული დაკავშირებული მასალა და ინფორმაცია. აღნიშნულ შეთანხმებას ოფიციალური ჩინეთი პასუხობს და  აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმება ამძაფრებს შეიარაღებულ ბრძოლას და  ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმს. „ატომური წყალქვეშა ნავების შესახებ თანამშრომლობა ზიანს აყენებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ შექმნეს AUKUS (სამმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობა ავსტრალიას, გაერთიანებულ სამეფოს და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს „თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი…

მეტი...

კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ მიქაუტაძის ტრანსფერის გამო უჩივის

გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ უჩივის.  ინფორმაციას Lequipe-ი ავრცელებს. კლუბებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს პირველ აგვისტოს, რომლის მიხედვითაც, ლიონის „ოლიმპიკი“ გარიგების თანხის პირველ ნაწილს, 8 მილიონი ევროს „მეცს“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხდიდა. საბოლოოდ, ასე არ მოხდა – ლიონის „ოლიმპიკმა“ ამ ეტაპზე „მეცს“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადაურიცხა. ეს თანხაც გიორგის ყოფილმა კლუბმა დაგვიანებით, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი, მთლიანობაში, 18.5 მილიონი ევროა. ამას დაემატება ბონუსი ქართველი ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან.  

მეტი...

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.  

მეტი...

“თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.  

მეტი...

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციების შედეგად, „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში, საჰაერო იერიშების შედეგად, 20-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა.  

მეტი...

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა. ამავე ცნობით, იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. „მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვის პროცესში იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ქართული ექსპედიცია იორდანიაში ბოლო წლების მანძილზე ვეღარ საქმიანობდა; მანამდე, ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა; მოგვიანებით გარკვეული მიზეზების, მათ…

მეტი...

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. მათივე ცნობით, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი…

მეტი...

“ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე”- გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ რუსეთს მოუწოდა, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ამის შესახებ, მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ – გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ – განაცხადა ფრანჩესკა გატიმ. მისი განმარტებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო…

მეტი...

უკრაინამ რუსეთის ოთხი სამხედრო აეროდრომი დაბომბა

 უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს.  ამავე ცნობით, უკრაინელების სამიზნე საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და თვითმფრინავების იარაღი იყო. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აეროდრომებზე არმიის ავიაცია, სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი, სუ-35 გამანადგურებელი და სხვა სამხედრო თვითმფრინავებია ბაზირებული. „14 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოთხ აეროდრომზე. რუსეთის ფედერაციის კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში. დაზიანდა სამხედრო აეროდრომები – „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“ – ნათქვამია გენშტაბის…

მეტი...