“თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ისრაელზე ზეწოლას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი თემები