მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო

მილანის მალპენსას აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო ან გადამისამართდა. ინფორმაციას აეროპორტის წარმომადგენელი ავრცელებს. ძლიერი წვიმის გამო აეროპორტმა 27 რეისი ვერ მიიღო და ისინი ახლომდებარე ქალაქების აეროპორტებში გადამისამართდა, მათ შორის ბერგამოში, ტურინში, ბოლონიასა და ვენეციაში. 26 აგვისტოს ერთი საათი განმავლობაში მალპენსას ტერიტორიაზე 60 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა. წვიმა აეროპორტის დარბაზშიც ჩავიდა. მალპენსას აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ამინდი გაუმჯობესდა და აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მეტი...

რას წერს ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია გენო პეტრიაშვილის ძმაზე

,,ახალი პეტრიაშვილი გზაშია”, – წერს ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის ძმამ, კონსტანტინე პეტრიაშვილმა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. უმცროსმა პეტრიაშვილმა, უფროსი ძმის მსგავსი გამორჩეული ჭიდაობა აჩვენა, რათა 92 კგ წონით კატეგორიაში გაემარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის პირველ ტიტულს დაეუფლა. წინა წელს, 80 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა, წელს კი 92 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა. მან ივლისში, სერბეთში 17- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ახლა კი, როგორც კონტინენტთაშორისი, ასევე მსოფლიო ტიტულიც აქვს. მომავალ კვირას, პეტრიაშვილი ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მეტი...

„საკუთარ ეზოში იჯდა, მეზობელი მივიდა და ესროლა“ – მარტვილში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სოფელ აბედათში, გასროლის ხმა დილის 6 საათზე გაიგეს. მკვლელობის ადგილას მისულ ადგილობრივებს, 60 წლის ჯამბულ კიტარია, ყელის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, 60 წლის კაცი გამთენიისას საკუთარ ეზოში იჯდა. მოულოდნელად მასთან, სანადირო თოფით შეიარაღებული მეზობელი მივიდა და კინტარიას დამიზნებით ესროლა. გასროლის დროს, სახლში მოკლულის მეუღლე და შვილიც იმყოფებოდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. ,,კურიერის” ინფორმაციით, ის 40 წლის მალხაზ კვიტატიანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივი ურთიერთშელაპარაკებაა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მალხაზ კვიტატიანმა, ჯამბულ კინტარიას, თხილის მოგროვებაში დახმარება სთხოვა. კინტარიამ მოუცლელობის გამო, მას უარი უთხრა. ამის…

მეტი...

„საჭესთან მისი მეგობარი იჯდა“ – ახალი დეტალები ტრაგიკულად დაღუპულ ბლოგერზე

რუსეთში, 31 წლის ცნობილი ბლოგერი იანა ხაილოვა ავტოავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ხაბაროვსკი – ვლადივოსტოკის გზაზე მოხდა. ადგილობივი მედიის ცნობით, ბლოგერი მეგობართან ერთად ვლადივოსტოკიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა, ბლოგერის ავტომობილი კი ამოტრიალდა. მიღებული ტრავმების შედეგად, 31 წლის ბლოგერი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ. მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საჭესთან ბლოგერის მეგობარი იჯდა.

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რუსეთი უკრაინაზე მორიგ შეტევას ახორციელებს. როგორც BBC წერს, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი სამიზნეები უკრაინის რეგიონებში არსებული ენერგო და ინფრასტრუქტურული ობიექტებია. მედიის ცნობით, გუშინ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

მეტი...

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება. გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება და რომელთა შორისაა პორნოგრაფიული ხასიათის ბავშვთა გამოსახულებების შენახვა-გავრცელება, ნარკოდანაშაული და თაღლითობა. პარიზის პროკურატურამ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა 96 საათამდე გაახანგრძლივა. 39 წლის მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს.…

მეტი...

ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა

სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეტი...

,,უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება, მე განვიხილავ ამას” – ბორელი

,,უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიან საჰაერო შეტევას. ,,რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მასიური თავდასხმებით გააძლიერა, მან შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიწვია მსხვერპლი. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

მორალურია უკრაინას მიეცეს რუსეთის შიგნით სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო იერიშებს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა. ,,რუსეთის მრავალი ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე დესტრუქციული თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შიგნიდან განხორციელდა. ჩვენთვის, ეს არის მორალური და სტრატეგიულად გადაუდებელი, უკრაინას მიეცეს უფლება რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დარტყმის”, – წერს ჰელსინკის კომისია. სამშაბათს ღამითა და დილით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მეორე მასიური კომბინირებული დარტყმა განახორციელა უკრაინაზე, არის მსხვერპლი. უკრაინის 15 რეგიონი ორშაბათს დილით განხორციელდა თავდასხმა რუსული რაკეტებით და დონებით, რომლებიც ენერგეტიკულ სექტორს უმიზნებდნენ. რამდენიმე ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტი...

კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის სამაშველო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრივოი როგის ცენტრში მდებარე სასტუმრო ,,ავრორაზე” რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. უწყება ამბობს, რომ დანგრეული სასტუმროდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზა, 4 საცხოვრებელი კორპუსი, 8 მანქანა. სასტუმრო ,,ავრორას” გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.

მეტი...

ურთიერთდაპირისპირება მარნეულში – დამწვარია 2 მანქანა

მარნეულში ანგარიშსწორების ნიადაგზე ერთ-ერთი ადგილობრივის ორი ავტომობილი დაწვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაზარალებულისგან ფულს ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დოისთვის, უცნობია.

მეტი...

„დიდი სირცხვილია!”- პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში არავინ დახვდა

ჟურნალისტი მარი ჩიტაია პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „ძალიან მინდა, არ იყოს სიმართლე… ის, რომ პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს სამშობლოში დაბრუნებისას აეროპორტში არავინ დახვდა და ავტობუსით დაბრუნდა სახლში, დიდი სირცხვილია! თუ ვინმე ფიქრობთ, ვახტანგი ხვიჩაზე, ბუდუზე, მამარდაზე, ლაშაზე, ბექაურზე და კიდევ ბევრ ცნობილ სპორტსმენზე ნაკლებია, ცდება! ეს ბიჭი, ვახტანგ ახობაძე, ჩვენი სიამაყეა და თუ არ ვიქნებით ობიექტურები, გამორჩეული ქართველების დამფასებლები და მათი კარგი საქმეების, წარმატების და მიღწევების დამნახველები, ჩვენგან ევროპული სახელმწიფო ვერ შედგება! ამასთან: თუკი ოლიმპიელებისთვის სახელმწიფომ მილიონიანი ჯილდო დააწესა, პარაოლიმპიელების ღვაწლი არანაკლებია,…

მეტი...

,,ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად” – ზელენსკი

,,ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მასიურ საჰაერო შეტევას. ამის შესახებ მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკითან ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა დეტალურად განიხილეს სარაკეტო იერიშის მოგერიება.

მეტი...

რუსეთის მასიურ შეტევას უკრაინაზე 7 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მასიურ იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 47 კი დაშავდა, მათგან 4 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე დაასრულეს.

მეტი...