ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რუსეთი უკრაინაზე მორიგ შეტევას ახორციელებს. როგორც BBC წერს, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი სამიზნეები უკრაინის რეგიონებში არსებული ენერგო და ინფრასტრუქტურული ობიექტებია.
მედიის ცნობით, გუშინ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 47 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.