მორალურია უკრაინას მიეცეს რუსეთის შიგნით სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება – ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო იერიშებს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.

,,რუსეთის მრავალი ყველაზე მომაკვდინებელი, ყველაზე დესტრუქციული თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შიგნიდან განხორციელდა.

ჩვენთვის, ეს არის მორალური და სტრატეგიულად გადაუდებელი, უკრაინას მიეცეს უფლება რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დარტყმის”, – წერს ჰელსინკის კომისია.

სამშაბათს ღამითა და დილით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მეორე მასიური კომბინირებული დარტყმა განახორციელა უკრაინაზე, არის მსხვერპლი.

უკრაინის 15 რეგიონი ორშაბათს დილით განხორციელდა თავდასხმა რუსული რაკეტებით და დონებით, რომლებიც ენერგეტიკულ სექტორს უმიზნებდნენ. რამდენიმე ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები