უკრაინის სამაშველო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრივოი როგის ცენტრში მდებარე სასტუმრო ,,ავრორაზე” რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.
უწყება ამბობს, რომ დანგრეული სასტუმროდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა 6 მაღაზა, 4 საცხოვრებელი კორპუსი, 8 მანქანა.
სასტუმრო ,,ავრორას” გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.