,,უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება, მე განვიხილავ ამას” – ბორელი

,,უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიან საჰაერო შეტევას.

,,რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მასიური თავდასხმებით გააძლიერა, მან შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიწვია მსხვერპლი. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები