ურთიერთდაპირისპირება მარნეულში – დამწვარია 2 მანქანა

მარნეულში ანგარიშსწორების ნიადაგზე ერთ-ერთი ადგილობრივის ორი ავტომობილი დაწვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ე.წ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაზარალებულისგან ფულს ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

შსს-ს ცნობით, საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დოისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები