ინდოეთში ფარმაცევტული ქარხანა აფეთქდა – არის მსხვერპლი

ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში შუადღისას მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. აფეთქების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ჰეზბოლას მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. „ცაჰალის“ განცხადებით, დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჰაერში გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე რაკეტა ქალაქ კაცრინში ჩავარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. „ჰეზბოლას“ განცხადებით, შეტევის სამიზნე ქალაქთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის ჩრდილოეთში „ჰეზბოლას“ თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ცაჰალმა“ ლიბანში დაჯგუფების იარაღის საცავსა და სამეთვალყურეო ცენტრზე ავიაიერიში მიიტანა.

მეტი...

ჩიკაგოში, ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა

ჩიკაგოში ისრაელის საკონსულოსთან დემონსტრაცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისრაელის საკონსულოსთან პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ქალაქში დემოკრატიული პარტიის ყრილობის მეორე დღეს გაიმართა. პოლიციის განმარტებით, მასშტაბურ დემონსტრაციას დაახლოებით 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოეყო და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.

მეტი...

კვარა და ნიცა მშობლები გახდნენ – ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ ,,ნაპოლის” ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.  

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს” – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. „პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული” – პრემიერი

,,ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ ასევე შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია. „თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ…

მეტი...

„ვიცი, ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე“ – ლექსი, რომელიც მამა თეიმურაზმა მეუღლეს დაუწერა

მამა თეიმურაზმა, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მეუღლეს ლექსი დაუწერა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძე წერს. „ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზედა გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება. ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშემარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება. სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი,გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს. და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილიეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს. გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც, ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს. სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც, ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ!“,- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მეტი...

მამამ შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა

აშშ-ში კაცმა შვილისთვის ალიმენტის გადახდის თავის არიდების მიზნით თავი გარდაცვლილად გამოაცხადა. CNN-ის ცნობით, კენტუკელმა კაცმა, ჰავაის გარდაცვლილთა რეესტრის მონაცემთა ბაზაში სხვა შტატში მცხოვრები ექიმის მონაცემებით მოახერხა შეღწევა და საკუთარი თავი გარდაცვლილად დაარეგისტრირა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯესი კიპფს შვილისთვის ალიმენტის გადახდა არ სურდა. კიფმა, სხვა ადამიანების პირადი მონაცემების გამოყენებით, სხვა შტატების გარდაცვლილთა რეესტრებში, კერძო ბიზნესისა და სამთავრობო ქსელებში შეღწევაც შეძლო და მოპოვებული მონაცემების გაყიდვას ცდილობდა. კაცს სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

ბელარუსი ტურისტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ბელარუსი ტურისტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ზღვისპირა პარკის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტს ნაწილობრივ ადასტურებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თუმცა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამედიცინო შემოწმება გაიარა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმაც. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენი წლით აღმოჩნდება პენიტენციურ დაწესებულებაში ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი.

მეტი...

ალენ დელონის ძაღლს აღარ დააძინებენ – მსახიობის ბოლო სურვილი არ შესრულდა

გარდაცვლილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის სურვილი იყო, რომ მისი საყვარელი ძაღლი ევთანაზიის საშუალებით დაეძინებინათ და მასთან ერთად დაეკრძალათ, მაგრამ მისმა შვილებმა მამაის სურვილი უგულებელყვეს. მსახიობის ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება ცხოველთა უფლებების დამცველების აღშფოთების შემდეგ მიიღეს. მსახიობმა, რომელიც კვირას 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, აცხადებდა, რომ მას სურდა მისი 10 წლის ბელგიური ნაგაზი, სახელად ლუბო, დაეძინებინათ და მასთან ერთად, მისი ოჯახის საგვარეულო საფლავში მოეთავსებინათ, რომელიც სოფელ სოულში მდებარეობს. სამშაბათს, ჯანმრთელი ცხოველის შესაძლო დაძინების გამო აქტივისტებმა შეშფოთება გამოთქვეს და მსახიობის შვილებს ძაღლისთვის ახალი ოჯახის მოძებნა შესთავაზეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ძაღლი იცოცხლებდა.

მეტი...

სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 6 ადამიანის ცოცხლად პოვნის იმედი გაქრა

სიცილიის სანაპიროსთან, ბრიტანული იახტის ჩაძირვის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულების ცოცხლად პოვნის შანსები ფატობრივად აღარ არის. reuters-ის ცნობით, 56 მეტრიანი, ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ სუპერიახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა და პორტიჩელოს პორტთან, პალერმოს მახლობლად იყო გაჩერებული. იახტა, ორშაბათს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა. იახტის ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. ბორტზე მყოფი 15 პირი უვნებლად გადარჩა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკარგულებს შორის არიან ნედა მორვილო, ამერიკელი სამკაულების დიზაინერი და მისი მეუღლე, ადვოკატი კრის მორვილო. ასევე, Morgan Stanley International-ის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და…

მეტი...

ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა

ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ სანსკი მოსტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლა თავდამსხმელის მიერ სკოლის ადმინისტრაციასთან უთანხმოებას მოჰყვა. მამაკაცმა სკოლის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილები სკოლის დეკანი, მდივანი და მასწავლებელი არიან. ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინის სკოლებში ზაფხულის არდადეგების გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

მეტი...

ოზურგეთში გოლიათი ბავშვი დაიბადა

ოზურგეთში, გოლიათი ბავშვი დაიბადა. ჩვილის წონა 5 კილო და 800 გრამია. „21.08.2024. ოზურგეთელი გოლიათი, 5 კილო და 800 გრამი, იმრავლონ“, – წერს სოციალურ ქსელში დათო მდინარაძე.

მეტი...

,,დასავლეთ ნილოსის” ცხელება სომხეთში

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ვირუსით ინფიცირებულიდან 41 ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო სიმძიმის. არსებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

მეტი...

ერთ-ერთი ვერსიით, 15 წლის გოგოს დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში დენმა დაარტყა

დედოფლისწყაროში სასწრაფო დახმარების ექიმები 15 წლის გოგოს გადარჩენას ცდილობენ. არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას 15 წლის გოგონა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყავს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ერთ-ერთი ვერსიით, ხელოვნურ ტბაში ჩასულ გოგოს დენმა დაარტყა, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

მეტი...

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას, ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ვირუსით ინფიცირებულიდან – 41 ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო სიმძიმის“. არსებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

მეტი...

ბრიტანეთში ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა

ბრიტანეთში, საუთჰენდში, 34 წლის, 5 შვილის დედა საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია Dailymail-ი ავრცელებს. მეზობლების ინფორმაციით, მათ დაინახეს, რომ ქალი აივნის მოაჯირიდან გადახტა, რათა თავისთვის ეშველა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაშავებული ქალი საუთენდის ჰოსპიტალში, შემდეგ კი ლონდონის სამეფო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.  

მეტი...

სარაკეტო დარტყმას ლიბანში პალესტინური პოლიტიკური პარტიის წევრი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სანაპირო ქალაქ სიდონში დრონით განხორციელებული დარტყმისას მოკლული ხალილ მაკდაჰი, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა, რომელსაც ისრაელი „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციით, ძმები ლიბანიდან იყვნენ ჩართულები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში.

მეტი...

ალენ დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო

ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია დუშის კომუნაში გაიმართება, სადაც მსახიობმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. ინფორმაციას ფრანგული მეწდია ავრცელებს. ამავე ცნობით, ალენ დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო.  შესაბამისად, ცერემონიას მსახიობის შვილები და ნათესავები დაესწრებიან. მსახიობი  18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

“ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთმა თანამშრომლემა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

“ევოლუშენ ჯორჯიას” ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. ამის შესახებ, პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განაცხადა. “პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა. კომპანია აორგანიზებს მენეჯერებს და ჯგუფებს იმისთვის, რომ მოახდინოს პროცესის მარგინალიზება და გაშავება, თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ და რეალურად შიმშილობის მე-9 დღეა”- ამბობს გიორგი დიასამიძე. თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია – ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. ისინი 41-ე დღეა გაფიცულებია არიან.

მეტი...

ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა

ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. კაცს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.  

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას ვაჟიშვილი შეეძინა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” – ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს ნიცა თავაძეს ვაჟიშვილის შეძენათ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ 15 ოქტომბერს იქორწინეს.

მეტი...

„აშშ არის მსოფლიოში ბირთვული საფრთხისა და სტრატეგიული რისკების ძირითადი წყარო“ – ოფიციალური ჩინეთი

„ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს “ბირთვული საფრთხე” უწოდა და გამოიყენა ის, როგორც მოსახერხებელი საბაბი აშშ-ისთვის, რათა თავიდან აიცილოს ბირთვული განიარაღების ვალდებულება, გააფართოოს საკუთარი ბირთვული არსენალი და ეძიოს აბსოლუტური სტრატეგიული უპირატესობა“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ს მხრიდან ბირთვული სტრატეგიული გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს კითხეს, როგორია ოფიციალური ჩინეთის პოზიცია  პრეზიდენტ  ბაიდენის მხრიდან დამტკიცებულ  ბირთვულ სტრატეგიულ გეგმაზე, შეერთებული შტატებისთვის, რომელიც, პირველად, გადააკეთებს ამერიკის შემაკავებელ სტრატეგიას, რათა ფოკუსირება მოახდინოს ჩინეთის გაფართოებაზე მის ბირთვულ არსენალში. როგორც მაო ნინი განმარტავს, ჩინეთის ბირთვული არსენალი ამერიკის არსენალს…

მეტი...

„10-დან 15-მდე ქართველი ახალგაზრდა ესპანეთში „ლევანტეს“ აკადემიაში სპორტულ გამოცდილებას მიიღებს“- ქოჩორაშვილი

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი  გიორგი ქოჩორაშვილი ამბობს, რომ 10-დან 15-მდე ახალგაზრდა შეარჩიეს, რომლებიც „ლევანტეს“ აკადემიაში ცხოვრებისეულ და სპორტულ გამოცდილებას მიიღებს. “გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ შედგა ლევანტეს კემპი საქართველოში და 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები. ლევანტეს გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში. დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ. წინასწარ…

მეტი...

ცნობილი ინფლუენსერის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა

theguardian-ი ინფორმაციით, რუმინეთში, ცნობილი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა. სოციალურ ქსელში გავლენიანი პირის სახლში სპეცრაზმის შესვლა, მის განცხადებებს უკავშირდება, რომელიც ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარებას ეხება. ინფორმაციას ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, სპეცრაზმელებმა ტეიტის სახლში 4 ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში მოხდა, მათ შორისაა ადამიანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანებთან სექსუალური აქტის დამყარების ბრალდებები. 37 წლის ენდრიუ ტეიტი, რომელიც საკუთარ თავს ქალთმოძულეს უწოდებს, სოციალურ ქსელში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს

,,ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არაა და საქართველოში ამიტომ დაბრუნდა”, – ინფორმაციას ამის შესახებ spazionapoli ავრცელებს. „თითქოს, „ვერონასთან“ 0:3 წაგება საკმარისი არ იყო, „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიაც დაუშავდა. ქართველს მოედნის დატოვება პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოუწია, რითაც გუნდს შეტევის ფაზაში მნიშვნელოვანი რგოლი დააკლდა. ამის შემდეგ „ნაპოლი“ აირია, ამიტომ, მისი სწრაფი დაბრუნება აუცილებელია. ფეხბურთელმა ვერონას საავადმყოფოში სიფრთხილის მიზნით ოთხი საათი გაატარა. ქართველს მატჩის დროს დავიდოვიჩთან საჰაერო შეჯახების შემდეგ თავბრუსხვევა დაეწყო. თუმცა, გამოკვლევებმა საგანგაშო ვერაფერი გამოავლინა. ამჟამად ფეხბურთელი შვებულებაშია, რადგან პირველი შვილის მოლოდინშია. სერიოზული ფიზიკური პრობლემების არარსებობა საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად გამოიყენოს…

მეტი...

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა

ტაილანდში აფრიკიდან ჩასულ ტურისტს, მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა. ტაილანდის დაავადებათა კონტროლის უწყების განცხადებით, ინფიცირებული, შტამის გამოსავლენად ანალიზის პასუხს ელოდება. 66 წლის ევროპელი, რომელიც ტაილანდში ცხოვრობს, აფრიკული ქვეყნიდან, სადაც მაიმუნის ყვავილი ვრცელდებოდა, 14 აგვისტოს დაბრუნდა. ,,რეისის ჩამოსვლიდან ცოტა დრო გავიდა, რომლის განმავლობაშიც ის კონტაქტობდა სხვა ადამიანებთან,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა. ხელისუფლება იმ 43 პირს აკვირდება, რომელთან კონტაქტიც 66 წლის ინფიცირებულ პაციენტს ჰქონდა.

მეტი...

29 წლის მამაკაცს საზღვარზე საზამთროთი შენიღბული 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ამფეტამინი გადაჰქონდა

კალიფორნიის საბაჟო პუნქტშო მეტამფეტამინი აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც კომერციულ ტრაილერს მართავდა, პარასკევს მექსიკიდან აშშ-ში შესვლას ცდილობდა. მამაკაცმა ოფიცრებს განუცხადა, რომ საზღვარზე საზამთროს ტვირთი გადაჰქონდა. პირველ კონტროლ პუნქტის შემდეგ, ოფიცრებმა მძღოლი, ავტომობილი და ტვირთი გადასამოწმებლად გაგზავნეს. გადამოწმების დროს, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს 1,220 შეფუთვა, რომელიც საზამთროს პრინტის შესაბამის ქაღალდებში იყო გახვეული. შეფუთვებში არსებული ნივთიერების გადამოწმების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა 4,587 ფუნტის წონის ამფეტამინი. ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება 5 მლნ დოლარს აღემატება. 29 წლის მამაკაცი შემდგომი გამოძიებისთვის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების ბიუროს გადაეცა.

მეტი...

ცნობილია, სად დაკრძალავენ მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მღვდელ თეიმურაზ ქორიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს: ,,მღვდელ თეიმურაზ ქორიძეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) კურთხევით, 2024 წლის 22 აგვისტოს, დილით თბილისიდან გადაასვენებენ საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. საგარეჯო, ბარათაშვილის ქ. N 23). შაბათს, 2024 წლის 24 აგვისტოს, წირვის შემდეგ შედგება წესის აგება და 14:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მამა თეიმურაზი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო და სამსახურის დაარსების პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ…

მეტი...

,,მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები” – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივების გაზიარებას გეგმავს. მოდის პოლონეთში ვიზიტის შემდეგ 23 აგვისტოს დაგეგმილია მისი კიევში ვიზიტი. ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ. „მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, გავაზიარო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივები. როგორც მეგობრები და პარტნიორები, ჩვენ ვიმედოვნებთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია მოდის განცხადებაში. უკრაინაში ნარენდრა მოდის ვიზიტი მას შემდეგ იმართება, რაც ის 8-9 ივლისს მოსკოვში იმყოფებოდა. ამას კი აშშ-ის მთავრობისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა. მოდის ვიზიტი…

მეტი...

ოკუპანტებმა ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ოკუპანტებმა ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – წერს სუსი.

მეტი...

დედოფლისწყაროში, ხელოვნური ტბიდან 15 წლის გოგო უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში მოზარდი იხრჩობოდა. ადგილობრივების თქმით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი  გოგონა,  დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისთვის გულის ამუშავება შეძლეს. ამ დროისათვის , მოზარდი კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში  გადაჰყავს. შსს-ს ცნობით,  გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  

მეტი...

ბექა ოდიშარიას განცხადებით, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება დამახინჯებული ფორმით გააშუქეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დამახინჯებული ფორმით გავრცელდა, რომელსაც „არ ჩამორჩა პრეზიდენტი და ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა“. „დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და „ფეიკ ნიუსს“ ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკითხზე. მან, კიდევ ერთხელ, ვიმეორებ,…

მეტი...

უკრაინის გენშტაბის ცნობით, როსტოვის ოლქში რუსულ სარაკეტო კომპლექსს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოთხშაბათს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვის ოლქის სოფელ ნოვოშახტინსკთან იერიში მიიტანეს რუსების S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე. გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ S-300 სისტემები გამოიყენებოდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქების დასაბომბად. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ღამით განაცხადა, რომ „საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რაკეტა როსტოვის ოლქის დასავლეთით“ და ამტკიცებდა, რომ „წინასწარი მონაცემებით, ფრაგმენტების ჩამოვარდნას მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა“.

მეტი...

ნათია მეზვრიშვილის ბრალდებები შალვა პაპუაშვილის მისამართით, პროკურატურამ სამართლებრივად დასაშვებად არ ცნო

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის, ნათია მეზვრიშვილის ბრალდებები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით, პროკურატურამ სამართლებრივად დასაშვებად არ ცნო. დღეს მეზვრიშვილი საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. პროკურატურიდან გამოსულმა მეზვრიშვილმა თქვა, რომ უწყებამ მისი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ,,მათ გამოძიება დაწყებული არ აქვთ. სამწუხაროდ, დღეს პროკურატურას უნდოდა, რომ პაპუაშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის პროცესში ნათია მეზვრიშვილს მონაწილეობა მიეღო, გასაუბრებაში გამოძიების დაწყებამდე, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ამის მიზანი გახლდათ ის, რომ შემდეგ პროკურატურა გამოვიდეს და თქვას (ალბათ, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს), რომ ახსნას რაღაცნაირად, რატომ არ დაიწყო გამოძიება. მე ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გავასაჩივრო პროკურორთან, დღეს მე…

მეტი...

ხანძარი როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე – დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

როსტოვის ოლქში მდებარე სანავთობო ბაზაზე ცეცხლის ჩაქრობას უკვე მეოთხე დღეა ცდილობენ. ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. ცეცხლი ნავთობობიექტზე 18 აგვისტოს დრონით იერიშის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ყველა დაშავებული სახანძრო სამსახურის თანამშრომელია. მათგან 15 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. სულ რამდენი რეზერვუარი იწვის როსტოვში მდებარე ბაზაზე, ოფიციალურად ცნობილი არ არის.

მეტი...