სარაკეტო დარტყმას ლიბანში პალესტინური პოლიტიკური პარტიის წევრი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმას პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ წევრი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სანაპირო ქალაქ სიდონში დრონით განხორციელებული დარტყმისას მოკლული ხალილ მაკდაჰი, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა, რომელსაც ისრაელი „ჰეზბოლასა“ და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სპეცსამსახურების ინფორმაციით, ძმები ლიბანიდან იყვნენ ჩართულები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ბაზირებული ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში.

მსგავსი თემები