სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირებულიდან 41 ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო სიმძიმის.
არსებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.