სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას, ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ვირუსით ინფიცირებულიდან – 41 ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი, საშუალო სიმძიმის“.

არსებული ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

მსგავსი თემები