სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგული 6 ადამიანის ცოცხლად პოვნის იმედი გაქრა

სიცილიის სანაპიროსთან, ბრიტანული იახტის ჩაძირვის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულების ცოცხლად პოვნის შანსები ფატობრივად აღარ არის.

reuters-ის ცნობით, 56 მეტრიანი, ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ სუპერიახტაზე 22 ადამიანი იმყოფებოდა და პორტიჩელოს პორტთან, პალერმოს მახლობლად იყო გაჩერებული. იახტა, ორშაბათს, ძლიერი ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა.

იახტის ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. ბორტზე მყოფი 15 პირი უვნებლად გადარჩა, ხოლო 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულებს შორის არიან ნედა მორვილო, ამერიკელი სამკაულების დიზაინერი და მისი მეუღლე, ადვოკატი კრის მორვილო. ასევე, Morgan Stanley International-ის თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე ჯუდი ბლუმერი, რომლებიც ბრიტანელი ბიზნესმენის მაიკ ლინჩის სტუმრები იყვნენ. დაკარგულებს შორის არიან მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილ ჰანა ლინჩიც.

მსგავსი თემები