უკრაინამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვართან მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა

უკრაინის ხელისუფლებამ სუმის ოლქში რუსეთის საზღვრიდან 20 კილომეტრიან ზოლში სამოქალაქო პირებს მოძრაობა აუკრძალა. ინფორმაციას Gordon.ua უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ამ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა, ასევე მოქმედებენ რუსული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. 20 კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მხოლოდ იმ სამოქალაქო პირებს შეუშვებენ, ვინც უშუალოდ ადგილობრივი მაცხოვრებელია.

მეტი...

,,ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება” – ეროვნული მუზეუმის განცხადება

,,ეროვნულ გალერეაში გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები… ფიროსმანის ნამუშევრებს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა. აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება. ეროვნული…

მეტი...

,,უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება” – ზელენსკი

,,კურსკში ,,გაცვლის ფონდი” იზრდება. უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ,,მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა და კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციების შესახებ ანგარიშებს ვიღებ. რთული და ინტენსიური შეტაკებების მიუხედავად, ჩვენი ძალები კურსკის რეგიონში წინსვლას განაგრძობენ, იზრდება ჩვენი სახელმწიფოს “გაცვლის ფონდიც”. უკრაინის კონტროლის ქვეშაა 74 დასახლება – იქ ინსპექციისა და სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები ტარდება. ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავებაც გრძელდება. გმირული სამსახურისთვის ჩვენი მებრძოლების მადლიერი ვარ. მზადება გრძელდება შემდგომი ნაბიჯებისთვის”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

„ჰამასს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს – The Jerusalem Post

ორგანიზაცია „ჰამასს“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა განახლდეს, უარი არ უთქვამს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. მიუხედავად ამისა, გამოცემის მტკიცებით, „ჰამასში“ არ ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვა საჭირო იყოს. როგორც „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, შუამავლები მათზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რათა მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ. მათი თქმით, შუამავლებმა მოლაპარაკებების არა ახალ რაუნდზე, არამედ შეთანხმების პირობებზე უნდა იფიქრონ, რომელიც „ჰამასმა“ დაამტკიცა, ხოლო ისრაელმა უარყო.

მეტი...

თურქეთში დააკავეს 18 წლის ბიჭი, რომელმაც 5 ადამიანი დაჭრა

თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც 5 ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, პოლიციამ დანით და ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა დააკავა, რომელიც 5 ადამიანს თავს დაესხა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

უკრაინას კურსკის ოლქის მიერთება არ სურს – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის კურსკის ოლქის მიერთება არ სურს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა. ,,რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი არაფერი უნდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული იმაში, რომ კურსკის ოლქის ტერიტორია რუსეთს წაართვას, მაგრამ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლის დაცვა გვსურს“, – თქვა მან. როგორც მან აღნიშნა, კურსკის ოლქიდან მოსაზღვრე უკრაინის სუმის ოლქი მუდმივად იბომბებოდა. მისი თქმით, კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით 2 ათასზე მეტი დარტყმა განხორციელდა. იერიშების მიტანა ხდებოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ლულიანი არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, დრონებით და ავიაბომბებით.

მეტი...

,,ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანი ისრაელს არ დაარტყამდა, თანამდებობაზე ჩემი ყოფნის დროს, ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“ და „ჰეზბოლასთვის“ – დონალდ ტრამპი

,,ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანი ისრაელს არ დაარტყამდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ გადაიცემოდა. ტრამპმა მასკთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში, ნულოვანი შანსი იყო, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა მომხდარიყო. „ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰეზბოლასთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

მეტი...

,,მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის” – მოლდოვის საგარეო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლდოვა არ აპირებს უკრაინისათვის განკუთვნილი თვითმფრინავების მიღებას. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ F16 ტიპის გამანადგურებლები მოლდოვაში განთავსდება. „მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში. უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღოს.

მეტი...

როგორ გამოეხმაურა ტოჩინოშინი ტალახაძის და პეტრიაშვილის გამარჯვებას

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგოძე იგივე ტოჩინოშინი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის ჩემპიონობას ეხმაურება. „მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის“, – წერს ტოჩინოშინი „ინსტაგრამზე“.

მეტი...

დევდორაკის გვირაბსა და თბილისი-თიანეთის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტიის ინფორმაციით, დევდორაკის გვირაბსა და თბილისი-თიანეთის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ,,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 15, 16 და 17 აგვისტოს 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის…

მეტი...

ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ

ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ. ადგილობრივების თქმით, 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარეზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი ადიდებულ წყალში ჩავარდა. მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.

მეტი...

ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მაშველებმა, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ სამძებრო სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დღეს, 13 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის მიმართ გავრცელდა ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებები. სიუჟეტში, ანონიმურ პირზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მისივე განცხადებით, სამი დღის წინ, კობა კობალაძემ ქუთაისში ვეტერანები შეკრიბა და მოსთხოვა, არჩევნებზე მხარი სახელისუფლებო პარტიისთვის დაეჭირათ, რაც 39 წლის კაცმა გააპროტესტა და შეხვედრა დატოვა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. კერძოდ: კობა კობალაძე, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან, მათი საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტილების მიღების…

მეტი...

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. ლევან იოსელიანი წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში. ,,საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ზუგდიდში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მცირეწლოვნების ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის…

მეტი...

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები ავრცელებენ. მათი თქმით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

„აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო! ჩვენ ერთ მთვარესა და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით” – დაღუპული ალპინისტის და

მწვერვალ შხელდაზე დაღუპული ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის და, რუსკა ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: ,,აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ, 5:00 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების დეტალები დაზუსტდება და შეგატყობინებთ. რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რომელიც სვანეთში მისი ძებნისა და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს, რომ ეპოვნათ. ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი…

მეტი...

ბათუმში ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა. ინფორმაციას Ajaratimes.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორივე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

ზუგდიდში ხანძრისას დაღუპულ ბავშვებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

,,ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ”, – ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ეხმაურება. ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გამოხატავს ღრმა მწუხარებას, ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან, ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ოჯახს, მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში…

მეტი...

ტრამპს განათლების დეპარტამენტის გაუქმება სურს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, ის განათლების დეპარტამენტს დახურავს. მისი თქმით, განათლების საკითხებზე თავად შტატებმა ცალ-ცალკე უნდა იზრუნონ. ტრამპი ფიქრობს, რომ 50 შტატიდან მინიმუმ 35 შეძლებს ბავშვებში განათლების კარგი დონის შენარჩუნებას. ტრამპი განათლების დეპარტამენტის დახურვის იდეას პირველად არ აჟღერებს. ამის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ გასულ წელს თავის წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მეტი...

აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციის მოწოდებით გამოდიან

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია განვიხილეთ. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაძაბულობის დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორში ტყვეების გათავისუფლებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია განცხადებაში. ხუთი ქვეყნის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს და მოუწოდებენ ირანს შეწყვიტოს მუქარა.

მეტი...

,,მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე” – ლაშა ტალახაძე

,,მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. „პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და…

მეტი...

არჩილი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი მთამსვლელი, არამედ პატრიოტი, იუმორისტი და ბრწყინვალე სულის ადამიანი – American Alpine Journal ქართველ მთამსვლელზე

American Alpine Journal ქართველ მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან, ძალიან გვწყდება გული, რომ გარდაიცვალა AAJ-ის ხშირი კონტრიბუტორი არჩილ ბადრიაშვილი, საქართველოში, მის საყვარელ კავკასიის მთებში, ელვის დაცემის შედეგად. არჩილი იყო არა მხოლოდ შესანიშნავი მთამსვლელი, არამედ ექიმი, აღმზრდელი, პატრიოტი, იუმორისტი და ბრწყინვალეს სულის ადამიანი. მეტი არავის გაუკეთებია მთამსვლელებისთვის საქართველოს მთების საოცრებების სწავლებისთვის (მათ შორის, 2024 წლის AAJ-ის ორი მოთხრობა). გულწრფელად ვუსამძიმრებთ არჩილის ოჯახს და მეგობრებს”, – ნათქვამია მიმართვაში. 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული. ბადრიაშვილი 2022 წელს ‘ოქროს წერაყინის’ (Piolets…

მეტი...

გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი იქნება

გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი იქნება. მან დღეს მინისტრ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ,,მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ და რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. ამასთან, მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური…

მეტი...

,,არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ” – ლომჯარია ზუგდიდის ტრაგედიაზე

,,არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ”, – წერს ნინო ლომჯარია ზუგდიდში, გასულ ღამეს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც ხანძარს ორი ბავშვი, 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ. ,,სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა… ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა…

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინას 4,2 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა. როგორც ევროკომისიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი ტრანში Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში, თუმცა წლის დასაწყისიდან საბიუჯეტო დახმარების საერთო მოცულობამ 12 მილიარდი ევრო შეადგინა. დახმარების მიღება მოგვიანებით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ 4,2 მილიარდი ევრო არასამხედრო მიზნებს მოხმარდება. Ukraine Facility არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.

მეტი...

,,აგვისტოს ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სასამართლომ” – თინა ბოკუჩავა

,,ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“. „ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. როგორც თინა ბოკუჩავამ…

მეტი...

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია. დირბის მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის განსაკუთრებული უიშვიათესი მე-14 საუკუნის გამოსახულება, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწედ ითვლება, იგი მრავალი სასწაულით განდიდდა და სწორედ ამიტომ, ის მრავალ მორწმუნე მართლმადიდებელში აღძრავს რწმენასა და სასოებას. შვილიერების მოსურნე ადამიანები და ორსულები უწყვეტად მოედინებიან მასთან და ყოველთა დედას გულმხურვალედ ევედრებიან შეწევნასა და მფარველობას. მონასტერში დაცულია რამდენიმე ასეული ადამიანის ჩანაწერი, რომლებიც შვილიერების სასწაულს, უსაფრთხო ორსულობასა და მშობიარობას სწორედ დირბის ღვთისმშობელს უკავშირებენ. სწორედ ამ საყოველთაო სახალხო სიყვარულის გამოხატულებაა ის, რომ მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაწესდა დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული 13 აგვისტო. წელსაც ეს…

მეტი...

ცნობილია, რა იდო ყუთში, რომელიც პარიზში, ოლიმპიურ პრიზიორებს გადასცეს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა დასრულდა და ოლიმპიური ჩემპიონები გამოვლინდნენ. სპორტსმენებს  მედლების გადაცემამდე პატარა ყუთებს ურიგებდნენ. ბევრს აინტერესებდა რა იდო აღნიშნულ ყუთებში. ამასთან დაკავშირებით, ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა ტიკტოკის საკუთარ არხზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ყუთებში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოსტერი აღმოჩნდა, რომლის ავტორიც ფრანგი არტისტი უგო გატონი გახლავთ. მან აღნიშნული ნამუშევრის შესრულებას 4 თვე დაახარჯა.

მეტი...

გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. ,,დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

,,ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას” – შაჰინი და ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ,,ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ ხელახლა ავიღეთ ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ – მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე.…

მეტი...

ზუგდიდში, ხანძარს გადარჩენილი ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან

ზუგდიდში, გასულ ღამეს გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ მოზარდს მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ორივე მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ,,მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილნი. ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ-ჯერობით რჩებიან კლინიკაში დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ კანზე. მოზარდები არიან რვა-ათი წლის ბავშვები”, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი. ტრაგედია ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე დატრიალდა. ბინაში გაჩენილ ხანძარს 6…

მეტი...

,,ევოლუშენის” გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

,,ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეიდან უვადო შიმშილობა დაიწყეს. სამი ადამიანი მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის უკიდურესი ზომის შეწყვეტას არ აპირებს. ისინი უკვე 33 დღეა კომპანიაში მუშაობაზე უარს აცხადებენ და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პარალელურად, კონტრაქცია დააანონსეს კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან და მუშაობას აგრძელებენ. გაფიცულების თქმით, ამით ხელმძღვანელობა თანამშრომლების დაპირისპირებას ცდილობს. კონტრაქცია დღეს ადმინისტრაციასთან 15 საათზე გაიმართება. ისინი ჩვეულ რეჟიმსა და პირობებში მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.

მეტი...

ბულგარეთში საქართველოს გავლით შეტანილი 35 მლნ ევროს ჰეროინი აღმოაჩინეს

ბულგარელმა სამართალდამცველებმა ბურგასის პორტში, ტრაილერიდან 35 მილიონი ევროს ღირებულების (დაახლოებით 38 მილიონი დოლარი) 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, 434 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკი დეკლარირებულ ტვირთში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი სახმელეთო მარშრუტით ყირგიზეთიდან ჯერ საქართველოში, ბათუმის პორტში შემოვიდა, შემდეგ კი შავი ზღვით ბურგასში გადაიტანეს. მარშრუტის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთი იყო. ბულგარეთის პროკურატურის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, ივან სოკოლოვის განცხადებით, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პორტში ტრაილერი უჩვეულოდ ხანგრძლივად იყო გაჩერებული. ,,ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც ამ ტრანსსასაზღვრო დანაშაულში მონაწილე პირი აღმოუჩენიათ,” – განაცხადა საოლქო პროკურორმა, ჯორჯი ჩინევმა. ნარკო-ტრაფიკინგი ბულგარეთში…

მეტი...

გომისმთაზე მანქანა ხრამში გადავარდა

გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა ,,გურია ნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

ბათუმში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა

ბათუმში, სასტუმრო ,,ლ. ბაკურში” გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეექვსე სართულზე, ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, შენობაში იმ დროისათვის 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა სასტუმრო დროულად დატოვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ელექტროგაყვანილობა აალდა.

მეტი...

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს“- რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის”- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკულ ელიტაში ზელენსკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. „როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიაში სულ უფრო და უფრო ისმის მათი ხმები, რომლებიც გამოთქვამენ ეჭვებს კიევის მიერ მიღებული “მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების მიზანმიმართულ ხარჯვასთან დაკავშირებით. ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის“- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეტი...