ბათუმში, სასტუმრო ,,ლ. ბაკურში” გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეექვსე სართულზე, ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ის უკვე ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, შენობაში იმ დროისათვის 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა სასტუმრო დროულად დატოვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ელექტროგაყვანილობა აალდა.