ტრამპს განათლების დეპარტამენტის გაუქმება სურს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელთან ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, ის განათლების დეპარტამენტს დახურავს.

მისი თქმით, განათლების საკითხებზე თავად შტატებმა ცალ-ცალკე უნდა იზრუნონ. ტრამპი ფიქრობს, რომ 50 შტატიდან მინიმუმ 35 შეძლებს ბავშვებში განათლების კარგი დონის შენარჩუნებას.

ტრამპი განათლების დეპარტამენტის დახურვის იდეას პირველად არ აჟღერებს. ამის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ გასულ წელს თავის წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მსგავსი თემები