“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს“- რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის”- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკულ ელიტაში ზელენსკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება.

„როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიაში სულ უფრო და უფრო ისმის მათი ხმები, რომლებიც გამოთქვამენ ეჭვებს კიევის მიერ მიღებული “მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების მიზანმიმართულ ხარჯვასთან დაკავშირებით. ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები