ოქროსმედალოსანი, რომელმაც ოლიმპიურ სოფელში ცუდ პირობებზე ისაუბრა, პარიზის ერთ-ერთ პარკში მძინარე ნახეს

იტალიელ მოცურავეს და ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნს, ტომას ჩეკონს პარიზის ერთ-ერთ პარკში ეძინა. ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩეკონს ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: „დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე“- ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror  ავრცელებს. ტომას ჩეკონმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარიზის თამაშების ორგანიზატორებისადმი და ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა: „ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ბევრმა სპორტსმენმა ამ მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი  დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის“. ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს, თითქოს ტომას ჩეკონს თავშესაფარი…

მეტი...

ცოტნე გამსახურდია 48 წლის გახდა

დამოუკიდებელი საქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 48 წლის გახდა. მისი მეუღლე ანა ჯაბაური ცოტნეს დაბადების დთეს ასე ულოცავს: “ტკივილიანი და იმედიანი 48. HB ცოტნე”- წერს ანა ჯაბური. ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე, მკურნალობის კურსს გადის.

მეტი...

“ვიპოვეთ ცოცხალი”- ანა გიუნტერმა დაკარგული და იპოვა

ტელეწამყვანმა ანა გიუნტერმა დაკარგული და იპოვა. ამის შესახებ, გიუნტერმა სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. “ვიპოვეთ ცოცხალი, მადლობა” – წერს გიუნტერი. ცნობისთვის, ტელეწამყვანმა საკუთარი დის დაკარგვის შესახებ ცოტახნის წინ დაწერა.  

მეტი...

“ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“- პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

“ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება. „ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი უთხრა და არაფერი ახსნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა – გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? – რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა…

მეტი...

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა – ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი…

მეტი...

“ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „მკაცრი და მკაფიო“ განცხადებები გასაკვირი არაა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც უპასუხა კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ხმამაღალი და პირდაპირი“ განცხადებების შესახებ. „არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, განცხადებები. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როდესაც 30 წლის და მეტი ხნის განმავლობაში ეხმარები ქვეყანას სახელმწიფოს მშენებლობაში, არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე როგორ დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად და ახსნის გარეშე გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის გაუგებარი, გაუგონარი კონსპირაციის თეორიები. რანაირად უნდა რეაგირებდეს ამერიკა? ცხადია, მათი მკაფიო და მკაცრი რეაგირება…

მეტი...

“ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე”- პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებაზე

„ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე. „ევროკავშირში გაწევრიანებაარის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი საზოგადოების ამოცანაა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად…

მეტი...

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ. მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ…

მეტი...

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პატარა გულშემატკივრებთან (video)

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. მათ შორის იყვნენ პატარა ქომაგებიც. ბექაურთან ერთად პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც დაბრუნდა.  

მეტი...

ბრიტანეთში არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს. „ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა. ცნობისთვის, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

მეტი...

„არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე სააკაშვილის პლაკატი“- პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი“– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. „სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის…

მეტი...

„შემოფორთხდნენ და დაუარეს ცეკვა“- ბავშვები არტ-გენის კონცერტზე  (video)

“შუა კონცერტზე შემოფორთხდნენ და დაუარეს ცეკვა”- ამ სათაურით ვრცელდება ვიდეო ფესტივალიდან  „არტ-გენი 2024“. კადრებში ორი პატარა ჩანს, რომლებიც სცენაზე ერთობიან.  

მეტი...

მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისკენ, საიდანაც კვლავ გელოვანის გამზირზე გადავა და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. რაც შეეხება N327 და N389 ავტობუსებს, რომლებიც ვაშლიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებიან, მდინარე დიღმურას ხიდის…

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში, შეყვარებულთან სანდრას ერთად, ზღვაზე ნაპოვნი და გადარჩენილი ძაღლის შესახებ წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. ქოჩორაშვილი საზოგადოებას ოთხფეხა მეგობრის შეფარებასა და მისთვის პატრონის პოვნაში დახმარებას სთხოვს: „მოგესალმებით. საქართველოში დასვენების პერიოდში, სანაპიროზე ვიყავით, როცა ჩემმა შეყვარებულმა დაინახა ძაღლი, რომელიც კოჭლობით გადაადგილდებოდა. სანდრა ცხოველების უდიდესი გულშემატკივარია, ემოციური კავშირი აქვს და ღელავს მათზე. ძაღლი სახლში წავიყვანეთ, ბათუმიდან ვეტერინარი ჩამოვიყვანეთ და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვუმკურნალეთ ძაღლს. საბედნიეროდ, დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ძაღლი მომჯობინდა, ჭრილობაც შეხორცებულია, უპრობლემოდ გადაადგილდება და ახლა ის მომენტია, როცა ჩვენს პატარა მეგობარს სჭირდება…

მეტი...

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მთავარი გმირი იყო ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში, რომელშიც „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე „კარლსრუესთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძეს 9,8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა ლამის იდეალური 9,9 ქულა – ორივემ, სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ერთად, ქართველი ფორვარდი ტურის მოთამაშედ აღიარა.

მეტი...

პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა იმყოფებიან ქართველი არბიტრებიც. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ…

მეტი...

ირანმა საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების გადაადგილება შეზღუდა

ირანის ხელისუფლებამ საავიაციო განკარგულება NOTAM-ი გამოსცა, რომლის თანახმადაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში თვითმფრინავების გადაადგილება იზღუდება. The Jerusalem Post-ის ცნობით, ირანის ხელისუფლება საჰაერო ხომალდებს ურჩევს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში არ იფრინონ. ამასობაში გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გაავრცელა განცხადება, რომ ირანსა და ლიბანში 12 აგვისტომდე ფრენებს აჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება

მეტი...

მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ბრიტანეთის პრემიერმა საგანგებო შეხვედრა გამართა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა მნისტრებთან და პოლიციის უფროსებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეა ქვეყანაში ძლიერდება ანტიიმიგრაციული პროტესტი, დაიწვა შენობები და მანქანები. სასტუმროები, სადაც თავშესაფრის მაძიებლები არიან გახდა დემონსტრანტების სამიზნე. გასულ კვირას არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სამი გოგონა მოკლეს დანით თავდასხმის შედეგად საუთპორტში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში. ინტერნეტში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი იყო რადიკალი ისლამისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა ბრიტანეთში. ქალაქებში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია 420 ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა თქვა, რომ მომიტინგეები რასობრივ სიძულვლის აღვივებენ, ესვრიან პოლიციელებს აგურებს, ძარცვავენ მაღაზიებს, თავს ესხმიან მეჩეთებს და…

მეტი...

თბილისში ნატალია გიუნტერს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა ქალს, ნატალია გიუნტერს ეძებენ. ოჯახის ცნობით, ქალი ვეძისის ტერიტორიიდან გავიდა და საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე უნდა მისულიყო. თან არ აქვს ტელეფონი და საბუთები. ,,დაიკარგა ჩემი და… აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხამარეთ”, – წერს ანა გიუნტერი.

მეტი...

თურქეთის ცნობილი კურორტი წყლის გარეშე დარჩა

თურქეთის ცნობილი კურორტი ბოდრუმი წყლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები და ტურისტები წყალს ბოთლებით იმარაგებენ. წყლის პრობლემა ბოდრუმში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დგას. ადგილობრივებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცისტერნებით მიწოდებული წყალი დასალევად უვარგისია. წყლის ნაკლებობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ტურისტების რაოდენობა სახელდება, რის გამოც ქალაქის მოსახლეობა 200 000-დან 1.5 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, წყლის მიწოდების შეფერხების კიდევ ერთ მიზეზად, ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებსაც ასახელებენ. წყლის პრობლემა დიდ სასტუმროებს არ აქვთ, თუმცა ბოდრუმის მცხოვრებლებსა და პატარა სასტუმროების დამსვენებლებს წინგეიკისა და მუმკულარის კაშხლებში წყლის სიმცირის გამო პრობლემები აქვთ. წყლის დეფიციტი ზოგჯერ 9 დღე გრძელდება.

მეტი...

იაპონიაში საფონდო ბირჟაზე 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა

იაპონიის საფონდო ბირჟაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა.  Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 13%-ით დაეცა. აქციების ვარდნის მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიაა. ასევე ეცემა ამერიკული საფონდო ინდექსები, ამერიკის ბირჟაზე NASDAQ-ის ინდექსი 4,7%-ით შემცირდა. ვარდნის ტენდენციები დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.

მეტი...

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება. სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება. მან ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს. ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ბალნგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგომის და ქვეყნის დატოვების შემდეგ ინდოეთში ჩავიდა.

მეტი...

,,არცერთი პენსია, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელფასი, სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ყბადაღებული 95 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში არსად არ იძებნება, არცერთი პენსია, ხელფასი, ჯარისკაცის თუ პოლიციელის, სახელმწიფო ინსტიტუციის და სოციალური პროგრამა საზღვარგარეთიდან არ ფინანსდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ფინანსდება საქართველოა ბიუჯეტიდან, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორია. „ლუგარის ლაბორატორიაში თუ რომელიღაც კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია. ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, არ ვიცი, ამერიკის შეერთებული…

მეტი...

„რა უხერხულია, როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება”, – გიორგი გველესიანის მეუღლე

გიორგი გველესიანის მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი ეხმიანება გიორგი მიქაუტაძის დედის სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ გიორგი ქართველია, რადგან ქართველი მშობლები ჰყავს და თუ საჭირო გახდება, დაბადების მოწმობასაც გამოაქვეყნებს. „რა უხერხულია, როდესაც ასეთი საამაყო შვილის დედას უწევს მსგავსი კომენტარის გაკეთება. სულ მგონია, რომ როდესაც ადამიანი ბედნიერია, ამ სიბოროტეების წერისთვის არც სცალია და არც სურვილი აქვს. მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი ადამიანები ვერც სულიერ სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას ვერ იპოვიან ცხოვრებაში, სანამ არ გათავისუფლდებიან ბოღმისგან და ბოროტი ფიქრებისგან. ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დროებითია და გარდაიცვლება, მაგრამ მაინც ამდენ…

მეტი...

უკრაინაში 2024 წელს სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ აღემატება – UNIAN

უკრაინაში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 87 655 ადამიანი დაიბადა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია. ინფორმაცია უკრაინული გამოცემა unian.net-ის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. როგორც გამოცემა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დღეს ქვეყანაში ერთ ახალშობილზე სამი გარდაცვლილი მოდის, მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის დროს ეს მაჩვენებელი ერთი ორზე იყო. UNIAN-ის ცნობით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის შობადობის მაჩვენებელი 9%-ით ნაკლებია ამავე პერიოდის 2023 წლის მონაცემებზე და 1,5 ჯერ ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

მეტი...

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს” წევრობის და „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივნისს, ქალაქ ბათუმში, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით „ქურდული გარჩევა“ მოაწყო. კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალდებული პირის დავალებით, „ქურდული სამყაროს” მხარდამჭერი დაზარალებულს და მის ნათესავს უკავშირდებოდა და დაშინებით და მუქარით „ქურდულ…

მეტი...

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსში რეპრესიებში მონაწილე 28 პირს

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ორშაბათს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დააწესონ სანქციები კიდევ 28 ადამიანი მიმართ, ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი როლის გამო. სანქციები შეეხო ქვეყნის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБЭПиК) უფროსის ორ მოადგილეს, ასევე სასამართლო სისტემის წევრებს – პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი გამოუტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ აზრებს გამოხატავდნენ. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღანელებიც. შეზღუდვები შეეხოთ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს გენერალურ დირექტორს, ირინა აკულოვიჩს, არხზე – STV-…

მეტი...

„ცაჰალმა“ ღაზაში „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრის მკვლელობის შესახებ განაცხადა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრი აბედ ალ ზერია მოკლეს. როგორც ისრაელის თავდაცვის არმია ამტკიცებს, ალ ზერია „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელი იყო. ის დაჯგუფების სამხედრო პოტენციალის ამაღლებაზე მუშაობდა. ალ ზერია ახლო აღმოსავლეთში მოქმედ აგრეთვე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ინფორმაციის გაცვლით იყო დაკავებული, ამტკიცებენ ისრაელის არმიაში. „ჰამასის“ ეკონომიკის მინისტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ღაზის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაში. ის აგრეთვე ტერორისტული მიზნებისთვის საწვავის გადანაწილებაში იღებდა მონაწილეობას.

მეტი...

,,ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს არაფერს ნიშნავს ამერიკული და ევროპული დახმარება” – პაატა მანჯგალაძე

,,ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს არაფერს ნიშნავს ამერიკული და ევროპული დახმარება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „თითქოს 95 მლნ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს, მაშინ როდესაც შეიძლება სრულად დავფაროთ პენსიონერების საბანკო სესხები, ან 10%-ით გავზარდოთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მეტი...

,,უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო” – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, დაფარვაც, არ მოუწევს. ,,ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები”, – განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს, მთლიანობაში კი უკრაინა წელს მიიღებს 7,8 მილიარდ აშშ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით.

მეტი...

ბანგლადეშის პრემიერმა მასობრივი არეულობების ფონზე თანამდებობა დატოვა

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ქვეყანაში მასობრივი არეულობების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშის მთავრობის თავმჯდომარემ შესაძლოა ქვეყანაც დატოვოს და ფინეთში გაიქცეს. ბანგლადეშში ივლისის დასაწყისში მასობრივი აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაპირისპირებას დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიტინგების მთავარ მიზეზად ბანგლადეშელი სტუდენტებისთვის დასაქმების კვოტების შემოღება სახელდება.

მეტი...

,,ვერ მოუძებნეს ფუნქცია პარლამენტის ყოფილ შენობას, უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. მისი თქმით, მთავრობამ ფუნქცია ვერ მოუძებნა ვერც ამ შენობას და თუ უფრო დიდ მასშტაბში შევხედავთ სიტუაციას, ,,უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!” ,,დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ – ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში. ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება,…

მეტი...

,,ეს იყო მეორე საუკეთესო შედეგი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ” – გიორგი ათაბეგაშვილი

,,საქართველოს ძიუდოს ფედერაციის თითოეული წევრი გაერთიანებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი დიდი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება”, – ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოლიმპიურ თამაშებზეც, რომელიც არის უმაღლესი სპორტული მოვლენა, მიზანი არის, რომ მაქსიმალურად იყოს მობილიზებული შესაძლებლობები, ნიჭი და იდენტობა. „ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციამ და აქ მომუშავე ადამიანებმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, თითოეულმა იმ პირმა, ვინც გაერთიანებული იყო ამ ერთი დიდი იდეის გარშემო, შეძლეს და მოიპოვეს უდიდესი წარმატება. ეს იყო მეორე საუკეთესო შედეგი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ. უკვე ბოლო ორ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ჯამურად…

მეტი...

,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები საკუთარი უფლებების დასაცავად კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ ღირსეულ სამუშაო გარემოს და ხელფასების ზრდას. თანამშრომლები, ასევე ითხოვენ იმ მენეჯერების სამსახურიდან გაშვებას, რომლებიც შიდა ,,ჩატებში” დასაქმებულებს დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ. ,,ევოლუშენი არანაირ კონტაქტზე არ გამოდის ჩვენთან, არანაირი საუბარი არ გვქონია არავისთან არც ინიციატივა არ აქვთ, მხოლოდ დაშინებით და თითის ქნევის პოსტებით არის დირექტორი. რა უფლებით ხომ?! კანონზე მაღლა არც დირექტორი დგას და არც არავინ. კომპანიას, რომელსაც მილიარდ 80 მილიონი აქვს სუფთა მოგება, წარმოუდგენელია კომპანია გავიდეს ქვეყნიდან და დატოვოს ბაზარი, აბსურდია, ტყუილი და დაშინებაა ეს ისევ”, –…

მეტი...

კამალა ჰარისი წინასაარჩევნო რბოლაში დაწინაურდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საკუთარი პოზიციები წინასაარჩევნო რბოლაში გაიუმჯობესა. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჰარისს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და ფერადკანიანი ამომრჩეველი უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჰარისის რეიტინგი გაიზარდა ქალ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მათ ინტერესებს უფრო გაატარებს, ვიდრე „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი. ეროვნული დონეზე ჰარისი 1%-ით უსწრებს ტრამპს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. ვინაიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის დროს, ტრამპი მას მუდამ 5%-ით უსწრებდა. ტელეარხის ცნობით, ქვეყნის საკვანძო შტატებში ჰარისის და ტრამპის ხმები თანაბრად იყოფა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ინარჩუნებს…

მეტი...

,,აზერბაიჯანის მხარეს უნდა, რომ აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას” – თბილისში დაკავებული ჟურნალისტის ცოლი

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი, მისი ოჯახი, ასევე სხვა წაყროები ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ადვოკატ, დიმიტრი ნოზაძის თქმით, ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავება შურისძიება და მისი გაჩუმების მცდელობაა, რადგან აზერბაიჯანის ხელსუფლების მიმართ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებს. მისივე თქმით, ექსტრადაციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ჟურნალისტის ცოლი, ამბობს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა. მისი თქმით, საქართველოში იმის გამო ცხოვრობდნენ, რომ აზერბაიჯანში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი თბილისშიც არ არიან უსაფრთხოდ. ,,ჩემი მეუღლე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა…

მეტი...