მიგრაციის საწინააღმდეგო მასშტაბური ძალადობრივი აქციების გამო ბრიტანეთის პრემიერმა საგანგებო შეხვედრა გამართა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა მნისტრებთან და პოლიციის უფროსებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეა ქვეყანაში ძლიერდება ანტიიმიგრაციული პროტესტი, დაიწვა შენობები და მანქანები. სასტუმროები, სადაც თავშესაფრის მაძიებლები არიან გახდა დემონსტრანტების სამიზნე.

გასულ კვირას არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სამი გოგონა მოკლეს დანით თავდასხმის შედეგად საუთპორტში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში. ინტერნეტში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი იყო რადიკალი ისლამისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა ბრიტანეთში. ქალაქებში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია 420 ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა თქვა, რომ მომიტინგეები რასობრივ სიძულვლის აღვივებენ, ესვრიან პოლიციელებს აგურებს, ძარცვავენ მაღაზიებს, თავს ესხმიან მეჩეთებს და აზიურ ბიზნესებს.

პრემიერის განცხადებით, ქალაქებში პოლიციელ სპეციალისტთა ,,მუდმივ არმიას” გაგზავნის ძალადობრივი აქციების დასაძლევად. მისი თქმით, იქნება საკმარისი ადგილი ციხეებსა და სასამართლოებში და რომ ძალადობრივი ქმედებებით დაკავებულები ,,იგრძნობენ კანონის სრულ ძალას”.

გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც ინტერნეტში სჩადიან დანაშაულს.

მსგავსი თემები