,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

,,ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები საკუთარი უფლებების დასაცავად კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ ღირსეულ სამუშაო გარემოს და ხელფასების ზრდას. თანამშრომლები, ასევე ითხოვენ იმ მენეჯერების სამსახურიდან გაშვებას, რომლებიც შიდა ,,ჩატებში” დასაქმებულებს დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ.

,,ევოლუშენი არანაირ კონტაქტზე არ გამოდის ჩვენთან, არანაირი საუბარი არ გვქონია არავისთან არც ინიციატივა არ აქვთ, მხოლოდ დაშინებით და თითის ქნევის პოსტებით არის დირექტორი. რა უფლებით ხომ?! კანონზე მაღლა არც დირექტორი დგას და არც არავინ. კომპანიას, რომელსაც მილიარდ 80 მილიონი აქვს სუფთა მოგება, წარმოუდგენელია კომპანია გავიდეს ქვეყნიდან და დატოვოს ბაზარი, აბსურდია, ტყუილი და დაშინებაა ეს ისევ”, – ამბობს გაფიცული თანამშრომელი, კახა გაგოშიძე.

კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომელი მარიამ პირველი ამბობს, რომ დაკმაყოფილდა მათი მხოლოდ ერთი მოთხოვნა, ისიც არასრულად, რადგან რამდენიმე მენეჯერი მუშაობას აგრძელებს.

მსგავსი თემები