თურქეთის ცნობილი კურორტი ბოდრუმი წყლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები და ტურისტები წყალს ბოთლებით იმარაგებენ. წყლის პრობლემა ბოდრუმში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში დგას. ადგილობრივებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცისტერნებით მიწოდებული წყალი დასალევად უვარგისია.
წყლის ნაკლებობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ტურისტების რაოდენობა სახელდება, რის გამოც ქალაქის მოსახლეობა 200 000-დან 1.5 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, წყლის მიწოდების შეფერხების კიდევ ერთ მიზეზად, ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ მშენებლობებსაც ასახელებენ.
წყლის პრობლემა დიდ სასტუმროებს არ აქვთ, თუმცა ბოდრუმის მცხოვრებლებსა და პატარა სასტუმროების დამსვენებლებს წინგეიკისა და მუმკულარის კაშხლებში წყლის სიმცირის გამო პრობლემები აქვთ. წყლის დეფიციტი ზოგჯერ 9 დღე გრძელდება.