,,აზერბაიჯანის მხარეს უნდა, რომ აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას” – თბილისში დაკავებული ჟურნალისტის ცოლი

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი, მისი ოჯახი, ასევე სხვა წაყროები ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

ადვოკატ, დიმიტრი ნოზაძის თქმით, ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავება შურისძიება და მისი გაჩუმების მცდელობაა, რადგან აზერბაიჯანის ხელსუფლების მიმართ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებს. მისივე თქმით, ექსტრადაციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

ჟურნალისტის ცოლი, ამბობს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა. მისი თქმით, საქართველოში იმის გამო ცხოვრობდნენ, რომ აზერბაიჯანში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი თბილისშიც არ არიან უსაფრთხოდ.

,,ჩემი მეუღლე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 15-მა პირმა ძალის გამოყენებით აიყვანა. აზერბაიჯანიდან სწორედ იმიტომ წამოვედით, რომ იქ გვემუქრებოდნენ და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ახლა უკვე აქ გვეშინია. აზერბაიჯანის მხარეს უნდა რომ აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას. როგორ შეიძლება არასამუშაო დღეს სასამართლო პროცესის ჩატარება?! ის როგორც დამნაშავე, ხელბორკილებით მიიყვანეს. ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის შეკვეთა და მას ქართული მხარე ასრულებს. აფგანი არ არის დამნაშავე. აზერბაიჯანში 2-ჯერ პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული. ის ელექტროშოკით აწამეს”, – ამბობს მისი ცოლი.

მსგავსი თემები