,,ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს არაფერს ნიშნავს ამერიკული და ევროპული დახმარება” – პაატა მანჯგალაძე

,,ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს არაფერს ნიშნავს ამერიკული და ევროპული დახმარება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„თითქოს 95 მლნ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს, მაშინ როდესაც შეიძლება სრულად დავფაროთ პენსიონერების საბანკო სესხები, ან 10%-ით გავზარდოთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მსგავსი თემები