“ევროკავშირი საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”- პიტერ სტანო

“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე . ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა. სტანო ამბობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან – “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.” “[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” – განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო.  

მეტი...

„ისრაელი უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას“- „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი

„ისრაელმა გადალახა წითელი ხაზი, ახლა უნდა ელოდოს მრისხანებას და შურისძიებას ღაზის მხარდამჭერ ყველა ფრონტზე“ – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა. მისი თქმით, ომი ისრაელთან ახალ ფაზაში შევიდა. „ბენიამინ ნეთანიაჰუს მისწრაფება ის არის, რომ „ჰამასმა“ უთხრას: „მოდი, აქ არიან მძევლები და აქ არის იარაღი“. ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავნებდებით არც ღაზაში, არც ლიბანში და არც იემენში. ერთადერთი გზა ლიბანის ფრონტზე ომის დასასრულებლად არის ის, რომ ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.  

მეტი...

რას ამბობს ელჩი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარების შეჩერებაზე

“ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ”- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა. ელჩმა ასევე ისაუბრა, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აშშ საქართველოს მთავრობას 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. მანვე განმარტა, თუ რამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ. „ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია პარტნიორები…

მეტი...

“რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი”- ილია სულმანიძე მას შემდეგ რაც მსაჯებმა დამარცხებულად გამოაცხადეს

„ძალიან რთულია საუბარი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა“- ამბობს ილია სულმანიძე, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და შესაბამისად ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირს. „ძალიან რთულია საუაბრი. ახლა, რაც ჩემს თავში და გულში რაც ხდება რთულია იმის გადმოცემა.  მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა – ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს. არ ვიცი, აღარ არის ეს უკვე ნორმალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არაუშავს ფარ-ხმალს არ დავყრი. მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას. რამდენადაც ეგ იპონი იქნება იმდენად გული დამწყდება,…

მეტი...

ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრები გაცვლეს

ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა.  თურქული მედიის ცნობით, გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცა 16 ადამიანი. მათ შორის არიან პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და პეტერბურგელი ველოაქტივისტი გერმან მოიჟესი. ამას გარდა, მინსკმა გაათავისუფლა…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა”- პრესსამსახური

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობოთ, პარტიის თავმჯდომარეს კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც ქართველი ოლიპიელების მიმართ მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“- ამბობენ პრესსამსახურში  

მეტი...

“წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”- ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს წარმატებას ულოცავს

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.  მისალოც წერილს პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. 24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა 3 წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს. უდიდეს წარმატებას მიაღწია…

მეტი...

“რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზადაა”- ვალენტინა მატვიენკო

„თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ ჩვენ ახლაც მზად ვართ“ – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. მატვიენკო ამბობს, რომ  რუსეთის საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის. “თუ საქართველოს მხრიდან იქნება დიალოგის სურვილი – მაშინ, ჩვენ ახლაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაშია პარლამენტარების მისია, ამისთვის ირჩევენ მათ. ჯერ კონტაქტები არაა, გასაგებია, ჩვენს გამო არა. საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ბევრის გადააზრება ხდება. საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იქნება და, რა თქმა უნდა, ისინი გაარკვევენ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების კურსს. მიუხედავად…

მეტი...

ილია სულმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა . ის ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა. 23 წლის ქართველ ძიუდოისტს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სულმანიძემ მსაჯისგან მესამე გაფრთხილება მიიღო, რამაც ოლიმპიადაზე  მისი ბედი გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი და ვერცხლის მედლები (81 კგ) მოიპოვეს.  

მეტი...

იმპერატორების საზაფხულო ქალაქი (VIDEO)

საზაფხულო სასახლე ჰებეის პროვინციაში (Video)

მეტი...

“ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი”- აშშ-ის ელჩი

„გვაწუხებს ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა – ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ეჩლმა როგინ დანიგანმა განაცხადა. დანიგანი ამბობს, რომ აშშ-მა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება და სთხოვა საქართველოს მთავრობას გადახედოს ქმედებებს. „თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს – ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა…

მეტი...

მეტოქე 11 წამში დაამარცხა – საქართველოს მეორე ფინალისტი ჰყავს

ილია სულამანიძემ მეტოქის დამარცხებას სულ რაღაც 11 წამი მოანდომა და ფინალში გადავიდა. საქართველო, პარიზის ოლიმპიადაზე  მეორე ოქროს მედლის მოლოდინშია.

მეტი...

„მოვუწოდებთ გერმანიას, მიატოვოს ბლოკის დაპირისპირება და ცივი ომის მენტალიტეტი“ – ოფიციალური ჩინეთი

გერმანიის მთავრობამ ჩინეთი კარტოგრაფიისა და გეოდეზიის ფედერალურ სააგენტოზე (BKG) კიბერშეტევაში დაადანაშაულა და ჩინეთის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარა. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია. „ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი და მედია ავრცელებს გადაუმოწმებელ და მიზანმიმართულად შეთხზულ დეზინფორმაციას, რათა დანერგონ შიში ეგრეთ წოდებული „ჩინური კიბერ საფრთხეების“ მიმართ. მათი მოტივი აშკარად არ არის კიბერუსაფრთხოება. ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ პოლიტიკურ მანიპულაციას, რომელიც აშკარად წინასწარ იყო შემუშავებული  ჩინეთზე თავდასხმისთვის. ჩვენ ვეწინააღმდეგებით კიბერუსაფრთხოების საკითხების პოლიტიზებასა და შეიარაღებას. გერმანიაში ჩინეთის საელჩომ ძლიერი წინააღმდეგობა გამოთქვა და გერმანულ მხარეს პროტესტი გამოუცხადა“ – განაცხაეს ჩინეთის საგარეო უწყებაში. გარდა აღნიძნულისა,…

მეტი...

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს

გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, პარტიიდან წამოსვლის მიზეზი შიდა დაპირისპირებაა. პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე, პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით მისი, როგორც თავმჯდომარის, პოზიცია. ,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია. ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი – წინასწარრეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცენდენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია. თუმცა, სამწუხაროდ, პარტიის ერთი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა…

მეტი...

11 სექტემბრის ტერაქტში სამ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება დაიდო – NYT

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებულ სამ კაცთან საპროცესო შეთანხმება დაიდო. ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, სანაცვლოდ კი ითხოვენ, რომ მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა არ გამოიყენონ. საუბარია ჰალიდ შეიხ მოჰამადზე, ვალიდ ბინი ატაშსა და მუსტაფა ალ-ხავსავივზე. 59 წლის მოჰამადი ინჟინერია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. გამოძიების თანახმად, სწორედ მისი იდეა იყო თვითმფრინავების გატაცება და მათი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებთან შეჯაბეა. პროკურორების ვერსიით, მან ეს გეგმა უსამა ბინ ლადენს 1996 წელს წარუდგინა, შემდეგ კი შემსრულებლების მომზადებაში იღებდა…

მეტი...

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება”, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში საუბარია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოკლიპზე, რომლის ინტერნეტსივრცეში გავრცელებამ საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. „რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომლის კადრებიც გადაღებულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას. აღნიშნულმა ფაქტმა…

მეტი...

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა. შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა. კანონის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა პირველ ოქტომბრამდე შეაჩეროს. ვალის პირველი გადახდა უკრაინას პირველ აგვისტოს უწევდა. უკრაინის უმაღლესი რადის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, როკსოლანა პოდლასის თქმით, ეს კანონპროექტი რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას, სუვერენული ევროობლიგაციების გადახდაზე 2027 წლამდე 10 მილიარდი დოლარი დაზოგოს. მისი მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეტი...

„ოპე­რა­ცი­ამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა თამდევი დაავადება გართულდა“ – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფრომაციით, მედიკოსი ბოლო დროს ავადმყოფობდა. ინფექციური საავადმყოფოს პიარმენეჯერის, გოგა ბერიძის თქმით, ბატონი თენგიზის მდგომარეობა ბოლო დროს გართულდა. „ბოლოს ფეხი მოიტეხა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მდგომარეობა თანმდევი დაავადებების გამო (ონკოლოგია) გართულდა. სიმსივნე წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა არ პროგრესირებდა. ბოლოს გააქტიურდა, გაიკეთა ქიმიოთერაპია. კონსულტაციებს გადიოდა უცხოელ სპეციალისტებთან, მაგრამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. მე თბილისში არ ვარ, ახლა მოვდივარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ წუხელ გული ორჯერ გაუჩერდა. პირველ ჯერზე ამუშავება შეძლეს, თუმცა გამეორების შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა, სიტყვები…

მეტი...

,,თუ ჩინეთი მოისურვებს, შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი მტკიცე პოზიციას დაიკავებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ,,თუ ჩინეთი მოისურვებს, მას შეუძლია აიძულოს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. როგორც მთელ სამყაროზე ვსაუბრობთ. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია, ერთ-ერთი გავლენიანი ძალა. ვისურვებდი, რომ მათ არ ჰქონოდათ შუამავლის მისია. ვისურვებდი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ, რომ ომი დასრულდეს. ისევე, როგორც შეერთებული შტატები ახორციელებს ზეწოლას. ისევე, როგორც ევროკავშირი ახდენს ზეწოლას”, – თქვა ზელენსკიმ.  

მეტი...

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე სრულ საბაჟო კონტროლს აწესებს

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლს ამკაცრებს და 8 აგვისტოდან ყველა პირს და ტვირთს შეამოწმებს. აქამდე საბაჟო კონტროლი ხორციელდებოდა შერჩევითად. ,,ტალინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რესპუბლიკის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირება არ მოხდეს”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ საზღვარზედ სანქციების უგულებელყოფის და აკრძალული საქონლის ტრანსპორტირების მცდელობები გრძელდება. ,,8 აგვისტოდან სრული საბაჟო კონტროლი ეტაპობრივად დაიწყება ნარვას, კოიდულასა და ლუჰამაას საგზაო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ესტონეთიდან გამომავალ რკინიგზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა მთავრობის პრესკონფერენციაზე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სრული საბაჟო კონტროლის შემოღება…

მეტი...

უნიკალური წიგნების მოპარვის საქმეზე ბრალდებული 5 პირიდან 4 სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტრანსნაციონალური ძარცვის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. წიგნების ქურდობაში ბრალდებული 5 პირიდან 4 სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბექა ცირეკიძე , რომელიც საქმის მთავარი ფიგურანტია, ახლა ესტონეთის ციხეში იხდის სასჯელს. მისი შვილი კი ქართული ციხის პატიმარია. ცირეკიძის თქმით, მის შვილი ქრისტინა პროკურატურის მძევალია და საგამოძიებო უწყება მას თანამშრომლობას აიძულებს. საერთაშორისო გამოძიების მტკიცებით, ორგანიზებულ ჯგუფს ესტონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებიდან, რამდენიმე მილიონის ღირებულების უნიკალური ეგზემპლარები კარგად დამუშავებული და აწყობილი სქემით გაჰქონდათ. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები აბსურდულია, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდება ჯვარედინი დაკითხვის დროს. პროკურორი კი აცხადებს,…

მეტი...

,,იმსახურებ, ლაშა, ჩემო ძმაო” – ილია თოფურია ლაშა ბექაურს

ოლიმპიურ ოქროს ლაშა ბექაურს UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ულოცავს. „იმსახურებ, ლაშა, ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, – წერს თოფურია Facebook-ზე.

მეტი...

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასობრივი გაცვლა იგეგმება – War Tracker

რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასობრივი გაცვლა იგეგმება. სოციალურ ქსელ X-ზე გვერდი War Tracker ავრცელეს იმ პატიმრების სიას, რომლებიც ერთი და მეორე მხრიდან გათავისუფლდებიან. დასავლეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს შორის ძირითადად კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდადებული ადამიანები არიან, ხოლო რუსეთმა რამდენიმე ცნობილი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უნდა გაათავისუფლოს, მათ შორის ვლადიმირ კარა-მურზა, ილია იაშინი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და სხვები. რუსეთიდან: ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა; ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი; The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” თანადამფუძნებელი ოლეგ ორლოვი; მხატვარი საშა სკოლიჩენკო; ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი ქსენია ფადეევა; უფაში ნავალნის…

მეტი...

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენა გააუქმეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე, „ბრიტანულმა ავიახაზებმა“ რეისები 2 აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა კომპანიებმა – 6 აგვისტომდე გააუქმეს. ამის გამო, ისრაელის ათასობით მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მეტი...

,,საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია” – ლევან დავითაშვილი

,,საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, დასავლეთთან პარტნიორობა ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც ყოველთვის, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის, აშშ-თან თანამშრომლობას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა. „შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რაზეა…

მეტი...

,,დარწმუნებული ვართ, შესაბამისი უწყებები კვალიფიციურ პასუხს დადებენ გამოძიებაზე” – გიორგი ამილახვარი

,,საქართველოში წინასაარჩევნოდ არეულობის გამოწვევა გასაგებია, რასაც უნდა ემსახურებოდეს, დარწმუნებული ვართ, შესაბამისი უწყებები კვალიფიციურ და ობიექტურ პასუხს დადებენ გამოძიებაზე”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვა დაუსვეს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. „ეს შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა. ფაქტი თავად არის ძალიან ამაზრზენი და დასაგმობი, ვინაიდან მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო მზადება, მსგავსი ტიპის მცდელობები და არეულობის გამოწვევა, გასაგებია, რასაც უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი უწყებები თავიანთ კვალიფიციურ და ობიექტურ პასუხს დადებენ ამ გამოძიებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

მეტი...

ილია სულამანიძე ნახევარფინალშია

100 კგ წონით კატეგორიაში მებრძოლმა ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ბრძოლა მოიგო და ოლიმპიადის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა. 1/4 ფინალში მან ოლიმპიური ჩემპიონის, იაპონელი ვოლფ აარონის ვაზარით დამარცხება შეძლო. ცნობისთვის, ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მეტი...

თბილისში დაკარგული ქალი იპოვეს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 50 წლის ქალს ეძებდნენ, რომელიც სახლიდან 30 ივლისს გავიდა. ახლობლებმა საზოგადოებას დახმარებისთვის სოციალური ქსელით მიმართეს. მოგვიანებით ახლობელმა დაწერა, რომ ქალი უსაფრთხოდ იპოვეს. „ვიპოვნეთ მეგობრებო, თბილისშია! ყველას დიდი მადლობა, აღარაფრის შემეშინდება არასდროს. ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!“, – წერს ახლობელი.

მეტი...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სპეცრაზმელს, რომელმაც მოქალაქე სასტიკად სცემა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ილია სულამანიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ აარონ ვოლფსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკას შორის გამარჯვებული იქნება.

მეტი...

სალმონელოზის შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – ნახეთ, რომელ რესტორანში იმყოფებოდნენ პაციენტები

სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის ჯგუფური შემთხვევის (სულ ექვსი პაციენტი, მათ შორის, სამი ლაბორატორიულად დადასტურებული) შესახებ. „ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი „ცეზარი“ ქათმის ფილეთი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა – სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს „ლუდსახარშ ორი კათხის“ (ლუდსახარში, რესტორანი, ს/კ 406283338, მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. N52)…

მეტი...

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაბარებულ რუსეთის ელჩ, ოლეგ ვასნეცოვს აცნობა. როგორც სამინისტრო განმარტავს, გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტული აქტივობებით შეგროვდა ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ახორციელებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტში ჩხრეკის შედეგად ღალატის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული, მედიის ცნობით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სავარაუდოდ, ის დააკავეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.

მეტი...

„შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი“ – მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები  რეკორდულად გაიზარდა და ახალ ნიშნულს მიაღწია. წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით). „ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ნაწილში რეკორდულ მაჩვენებლებს მივაღწიეთ, ეს არის სწორი პოლიტიკის შედეგი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს რეგულარულად ახორციელებს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ინდოეთში, ჩვენ…

მეტი...

,,იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას” – პაპუაშვილი თენგიზ ცერცვაძეზე

,,ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს,” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ,,იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდებიან თავის პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემას და დაფასებას. თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული…

მეტი...

ოჯახი ამბობს, რომ სპეცრაზმელის მიერ ნაცემ მოქალაქეს რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ,,ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება. სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და ქალა სარქვლის მოტეხილობა თავის ტვინის შეშუპება ცდომით”, – თქვა ექიმმა. ოჯახები მედიასთან არ საუბრობენ. დაზარალებულის ნათესავებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ინციდენტში ერთზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას. დემეტრე რევაზაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ,,ეგ არის ხარებას პროტეჟე, ხარებას დანიშნული მაგ ადგილზე, მე ასე ვიცი. დიდი ბოდიში და ხარებას მხრებითა და ხარებას “კრიშითაც” მოძრაობდა,…

მეტი...

ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, კლუბ ,,სოჰოს” მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს სამი ადამიანი დაჭრეს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ,,ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი მძიმედაა დაჭრილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...