უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა. შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა.

კანონის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა პირველ ოქტომბრამდე შეაჩეროს. ვალის პირველი გადახდა უკრაინას პირველ აგვისტოს უწევდა.

უკრაინის უმაღლესი რადის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, როკსოლანა პოდლასის თქმით, ეს კანონპროექტი რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას, სუვერენული ევროობლიგაციების გადახდაზე 2027 წლამდე 10 მილიარდი დოლარი დაზოგოს.

მისი მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კანონს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი თემები