„მოვუწოდებთ გერმანიას, მიატოვოს ბლოკის დაპირისპირება და ცივი ომის მენტალიტეტი“ – ოფიციალური ჩინეთი

გერმანიის მთავრობამ ჩინეთი კარტოგრაფიისა და გეოდეზიის ფედერალურ სააგენტოზე (BKG) კიბერშეტევაში დაადანაშაულა და ჩინეთის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარა. როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია.

„ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი და მედია ავრცელებს გადაუმოწმებელ და მიზანმიმართულად შეთხზულ დეზინფორმაციას, რათა დანერგონ შიში ეგრეთ წოდებული „ჩინური კიბერ საფრთხეების“ მიმართ. მათი მოტივი აშკარად არ არის კიბერუსაფრთხოება. ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ასეთ პოლიტიკურ მანიპულაციას, რომელიც აშკარად წინასწარ იყო შემუშავებული  ჩინეთზე თავდასხმისთვის. ჩვენ ვეწინააღმდეგებით კიბერუსაფრთხოების საკითხების პოლიტიზებასა და შეიარაღებას. გერმანიაში ჩინეთის საელჩომ ძლიერი წინააღმდეგობა გამოთქვა და გერმანულ მხარეს პროტესტი გამოუცხადა“ – განაცხაეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.

გარდა აღნიძნულისა, როგორც ლინ ჯიანი განმარტავს, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური გამოწვევაა.

„ჩინეთი კიბერშეტევების მთავარი მსხვერპლია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით სხვადასხვა სახის კიბერშეტევებს კანონის შესაბამისად. ჩინეთსა და გერმანიას აქვთ კიბერუსაფრთხოების შესახებ კომუნიკაციის ღია ხაზები. ორივე მხარემ ერთობლივად უნდა მოაგვაროს საფრთხეები და გამოწვევები დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, ვიდრე მიმართავენ შეურაცხყოფას, თავდასხმასა და დეზინფორმაციის გავრცელებაა.

მოვუწოდებთ გერმანიას, შეინარჩუნოს სტრატეგიული დამოუკიდებლობა, გამოიჩინოს კონსტრუქციული და პასუხისმგებელი დამოკიდებულება, მიატოვოს ბლოკის დაპირისპირება და ცივი ომის მენტალიტეტი და იმუშაოს ქვეყნებთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, რათა კიბერსივრცე იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო“ – აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

მსგავსი თემები