ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე სრულ საბაჟო კონტროლს აწესებს

ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლს ამკაცრებს და 8 აგვისტოდან ყველა პირს და ტვირთს შეამოწმებს. აქამდე საბაჟო კონტროლი ხორციელდებოდა შერჩევითად.

,,ტალინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რესპუბლიკის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირება არ მოხდეს”, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ საზღვარზედ სანქციების უგულებელყოფის და აკრძალული საქონლის ტრანსპორტირების მცდელობები გრძელდება.

,,8 აგვისტოდან სრული საბაჟო კონტროლი ეტაპობრივად დაიწყება ნარვას, კოიდულასა და ლუჰამაას საგზაო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე ესტონეთიდან გამომავალ რკინიგზაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა მთავრობის პრესკონფერენციაზე.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სრული საბაჟო კონტროლის შემოღება სანქციების თავიდან აცილებას გაართულებს.

მსგავსი თემები