ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენა გააუქმეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასა“ და ირანთან დაძაბულობის ფონზე, „ბრიტანულმა ავიახაზებმა“ რეისები 2 აგვისტომდე, ხოლო ამერიკულმა კომპანიებმა – 6 აგვისტომდე გააუქმეს.
ამის გამო, ისრაელის ათასობით მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.