„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები სარჩელს ხვალ შეიტანენ

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ , ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე” თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციისთვის,…

მეტი...

ჩინეთში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ჩინეთში სტიქიას ებრძვიან. შტორმმა ჰუნანის პროვინციაში, ძლიერი წვიმა გამოიწვია, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის გამო, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით,  სახელმწიფო მედია იტყობინება.  

მეტი...

ჰარისის საარჩევნო კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მლნ დოლარზე მეტი შეაგროვა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის და მომავალ არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო კანდიდატის, კამალა ჰარისის კამპანიამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 200 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. განცხადებას ჰარისი კამპანია ავრცელებს. განცხადების თანახმად, მთლიანი შემოსული თანხა რეკორდულია. მანამდე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 24 საათში რეკორდული 81 მილიონი დოლარი შეაგროვა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.

მეტი...

„გერმანიაში ამერიკული რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს” – პუტინი

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება. შესაბამისი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს. პუტინის განცხადებით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.” “აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების…

მეტი...

ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას აკრიტიკებს

“სფეის იქსის” დამფუძნებელი ილონ მასკი  პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ეხმაურება. “ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ”- წერს სოციალურ ქსელ X- ზე. .

მეტი...

„როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაა მსოფლიო მზად ანტიქრისტეს მისაღებად” – დეკანოზი ანდრია კემულარია

“ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამა სოფლისა”, – წერს დეკანოზი ანდრია კემულარია სოციალურ ქსელში. მისი განმარტებით, “გასახარი კი ის არის, რომ ამ უკეთურობის მიმართ პროტესტი გამოხატეს მსოფლიოში ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც ვერანაირად ვერ დავწამებთ ქრისტიანობას”. “ის, რაც ოლიმპიადის გახსნაზე ვიხილეთ, ცალსახად მიუთითებს ე.წ. განვითარებული სამყაროს დღემდე არნახულ დეგრადირებაზე. დექრისტიანიზაცია, როგორც ჩანს, იქცა მიზნად ძლიერთა ამა სოფლისა. გასაკვირი არცაა ‒ გაერთიანებული კაცობრიობა, რას შექმნასაც მიზნად ისახავს გლობალიზმი და რაც არის წინაპირობა ანტიქრისტეს მოსვლისა, აუცილებლად გულისხმობს რელიგიურ განსხვავებათა მოსპობას.…

მეტი...

C Spire-მა ოლიმპიური თამაშებიდან რეკლამა მოხსნა

“ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებულები ვიყავით” – C Spire-მა ოლიმპიური თამაშებიდან რეკლამა მოხსნა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საიდუმლო სერობის დაცინვის გამო, ისინი ოლიმპიური თამაშებიდან თავიანთ რეკლამას მოხსნიან. “პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებულები ვიყავით. C Spire მოხსნის რეკლამას ოლიმპიური თამაშებიდან,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეტი...

კათოლიკე ლიდერები საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან

კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან. ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციისა და აშშ-ის ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო. “მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, – ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში. “ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც გარკვეული…

მეტი...

ჰეზბოლას იერიშს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა

ჰეზბოლას იერიშს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 12 წლის მოზარდი და 20 წლის ახალგაზრდაცაა. ექსტრემისტების გაშვებული რაკეტა ბავშვებით სავსე სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა. დრუზების დასახლებაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, მაგრამ ნაწილმა გაქცევა ვერ მოასწრო. არიანნ დაშავებულებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ჰეზბოლას თავდასხმის გამო ნეთანიაჰუმ შტატებში ვიზიტი შეწყვიტა და ისრაელში დაბრუნდა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირანის მხარდაჭერილი ძალები მძიმე საზღაურს გადაიხდიან.

მეტი...

„წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვა საქმე? – კალაძე დასავლეთის განცხადებებზე

„ეს ცრუ ბრალდებებია“ – აცხადებს კახა კალაძე დასავლეთის განცხადებებზე, რომლის მიხედვოთაც,  საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა  ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო“ – აცხადებს კალაძე. მისი შეფასებით,  ხელისუფება ისე იქცევა, როგორც ქვეყანას სჭირდება. „შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს – თეთრსაც და…

მეტი...

„არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს“ – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის. „მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან…

მეტი...

„ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? – ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა“ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მაქსიმუმ ორ პარტიას ექნება. „ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ  ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

„ჩემს მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია“ – კახა კალაძე

„ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში“, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია. „თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე.…

მეტი...

„ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ“ – კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი ოპოზიციურ პარტიებზე საუბორბს და აცხადებს რომ ყველანი ერთად „ომის პარტიას“ წარმოადგენენ. „ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ. როგორ კალაძე ამბობს, ყველას ერთად ერთი „მამა“ ჰყავს. „ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და…

მეტი...

„ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირიქით იქცეოდნენ, ახლა კი რიტორიკა კვლავ შეცვალეს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება რუს ტურისტებს საზღვარზე ყვავილებით ხვდებოდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ, მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. „2012 წლამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გავიხსენოთ მათი რიტორიკა – ყვავილებით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, ტუჩზე კოცნით იყვნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტი შემოსულიყო. შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებიდან ქართველმა ხალხმა ისინი გაუშვა იქ, სადაც გაუშვა, იმიტომ, რომ ამის საბაბი ჰქონდა, მაშინვე შეცვალეს…

მეტი...

„ტრამპი გაიმეტეს სასიკვდილოდ… ასე შეიძლება ათასში ერთი გადარჩეს“ – კალაძე სუს-ის გამოძიებაზე

„საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს. „ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში…

მეტი...

ირანი ისრაელს ემუქრება

ირანი ისრაელს ლიბანში საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ნასერ ქანაანი  განცხადებას ავრცელებს. „სიონისტური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერმა უმეცრულმა ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს არასტაბილურობა, დაუცველობა და რეგიონში ომის გაფართოება. ისრაელი პასუხისმგებელი იქნება გაუთვალისწინებელ შედეგებზე და მსგავს სულელურ საქციელზე რეაქციით“,-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ სურს, აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს

დონალდ ტრამპს სურს, რომ აშშ პლანეტის კრიპტო დედაქალაქი გახდეს. ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კრიპტო ინვესტორების კონფერენციაზე გააკეთა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ მას მეორე ვადით აირჩევენ, ის კრიპტოვალუტის განვითარებას ხელს შეუწყობს და მისი ლიდერობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები „კრიპტო სუპერძალა“ გახდება. ტრამპი სიტყვით კრიპტო კონფერენციაზე ნეშვილში გამოვიდა. მან განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება კრიპტო საკონსულტაციო საბჭო. „ჩვენ გვექნება რეგულაციები, მაგრამ ამიერიდან წესებს დაწერენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ თქვენი ინდუსტრია და არა ისინი, ვისაც სძულთ თქვენი ინდუსტრია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ხანძარი კალიფორნიის შტატში

კალიფორნიის შტატში,  ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის გამოც ათასობით ჰექტარი უკვე გადამწვარია. განადგურებულია 134-ზე მეტი შენობა-ნაგებობა. საჭირო გახდა უსაფრთხო ადგილას ხალხის ევაკუაციაც. ამ დროისთვის, 4 ათასი ადამიანია გადაყვანილი. შექმნილი საფრთხის გამო, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.

მეტი...

ჩინეთმა პარიზის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა

ჩინეთის  ოლიმპიურმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ოლიმპიადაზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ჩინელმა სპორტსმენებმა ტრადიციულ სახეობაში გაიმარჯვეს. ერთი – ეა არის წყალში ხტომა. ქალებს შორის ასპარეზობა სინქრონულ ხტომაში გაიმართა, სადაც ჩინურმა დუეტმა გაიმარჯვა. მათ მეორე ადგილზე გასული ამერიკელების დუეტი დაამარცხეს. რაც შეეხება მეორე ოქროს მედალს, ის ტყვიის სროლაში მოიპოვეს. ჩინელებმა პირველობა აქაც არავის დაუთმეს. ამ შემთხვევაში, მათ კორეის დუეტი დაამარცხეს. ჩინეთი ოლიმპიადაზე საკმაოდ დიდი დელეგაციითაა წარმოდგენილი, მას  388 ოლიმპიელი ჰყავს პარიზის ოლიმპიადაზე.

მეტი...

“რუსების მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 8 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 7 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული  მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59 გაანადგურა. უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მეტი...

“ჰეზბოლამ” ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”- ისრაელის საგარეო უწყება

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  შაბათს განხორციელებული თავდასხმა “ჰეზბოლას” მიერ ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა. “ის არ არის არმია, რომელიც სხვა არმიას ებრძვის, არამედ ის არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაციისთვის, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.

მეტი...

რუსეთში, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 28 ივლისს დილით ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხნენ თავს. კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში ნავთობის საცავზე თავდასხმის შემდეგ სამ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

მეტი...

ხანძარი თბილისში

თბილისში, გლდანში ხანძარი იყო.  ცეცხლი “ლუდის სამყაროსთან”, ცალკე მდგომ სამზარეულოს შენობას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა.

მეტი...

სელინ დიონი დაცვას “გაექცა” და ქუჩაში მომლოდინე ხალხთან მივიდა – ვიდეო პარიზიდან

მეტი...

სელინ დიონმა ოლიმპიადის დროშაზე ხელმოწერა დატოვა

ლეგენდარულმა მომღერალმა სელინ დიონმა, რომელმაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერა, ოლიმპიადის დროშაზე ხელმოწერა ორიგინალური ფორმით დატოვა.

მეტი...

„ვგმობ სისხლისღვრას“ – ჯოზეფ ბორელი

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც ეხმიანება. „მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”,- აცხადებს ბორელი. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.  

მეტი...

„ჰესბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის“ – პრემიერ-მინისტრი

ისრაელი „ჰესბოლას“ მიერ ბავშვვების დახოცვის გამო იმუქრება და აცხადებს, რომ მას ისეთი ფასის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე გადაუხდია. „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი  ბენიამინ ნეთანიაჰუ. „პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ნათლად განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, გაატაროს მომაკვდინებელი თავდასხმები და „ჰეზბოლა“ მძიმე ფასს გადაიხდის, რაც აქამდე არ გადაუხდია“, – ნათქვამია პრმიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.  

მეტი...

თეთრი სახლი ისრაელის უსაფრთხოებას მხარდაჭერას უცხადებს და გმობს თავდასხმას

თეთრი სახლი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  გმობს სასიკვდილო თავდასხმას. „ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – აღნშნულია  განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ  გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მეტი...

ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო მინისტრს შეხვდა

ლაოსში, სადაც ASEAN (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება)  მინისტერიალი იმართება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ  ვანგ ის შეხვდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ტაივანის თემაზე. „სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსული თავდაცვითი სამრეწველო ბაზის მხარდაჭერის გამო და მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოსაფხვრელად არავითარ ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ ამისთვის შესაბამისი ზომების მიღებას გააგრძელებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენმა ვანგ ინთან ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებსა და ღაზის…

მეტი...

„იმედი მაქვს, საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს“ – სალომე ზურაბიშვილი

პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი სპორტულად აქტიური სალომე ზურაბიშვილი მორიგ „პოსტს“ აქვეყნებს. „2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. ვამაყობ ორივეთი,” – წერს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი ლუკა მხეიძე ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით გამოდის. მან ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  

მეტი...

სელინ დიონი და ბრიჯიტ მაკრონი ერთად პოზირებენ

ლეგენდარული კანადელი მომღერალი სელინ დიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. მსოფლიო მომღერალმა პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღერა. ფოტოზე კი ჩანს სელინ დიონი საფრანგეთის პირველ ლედისთან ერთად ოლიმპიადიდან.

მეტი...

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. “აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა”,- ნათქვამია განცხადებაში. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

მეტი...

უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს

უკრაინის მიერ რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეზღუდვის შემდეგ, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართეს. უნგრეთსა და სლოვაკეთში განაცხადეს, რომ კიევის ამ ნაბიჯმა სასტიკად შეაფერხა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგომომარაგება.  მათ ოფიციალური საჩივრები წარადგინეს, როგორც უკრაინასთან, ასევე ევროკავშირთან, რათა გადაეჭრათ ნავთობის მიწოდების მკვეთრი შემცირება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, გერგელი გულიასმა უკრაინა „შანტაჟში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. უნგრეთი ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს მედიატორის როლი. ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ კი შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების პოტენციურ დარღვევასთან დაკავშირებით.

მეტი...

საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ძიუდოისტი ლუკა მხეიძე ვერცხლის მედლის მფლობელია

წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი ლუკა მხეიძე, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის, ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ბრძოლაში ის ყაზახი იელდოს სმეტოვის წინააღმდეგ დამარცხდა. მხეიძისთვის ეს კარიერაში მეორე მედალია. ტოკიოში, წინა ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. ინფორმაციისთვის, ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

მეტი...