საფრანგეთის სახელით მოასპარეზე, ძიუდოისტი ლუკა მხეიძე ვერცხლის მედლის მფლობელია

წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი ლუკა მხეიძე, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის, ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ ბრძოლაში ის ყაზახი იელდოს სმეტოვის წინააღმდეგ დამარცხდა.

მხეიძისთვის ეს კარიერაში მეორე მედალია. ტოკიოში, წინა ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.

ინფორმაციისთვის, ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

მსგავსი თემები