ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები. მოგლეჯილია მრავალწლიანი ნარგავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური.

მსგავსი თემები