ირანი ისრაელს ემუქრება

ირანი ისრაელს ლიბანში საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ნასერ ქანაანი  განცხადებას ავრცელებს.

„სიონისტური რეჟიმის მხრიდან ნებისმიერმა უმეცრულმა ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს არასტაბილურობა, დაუცველობა და რეგიონში ომის გაფართოება. ისრაელი პასუხისმგებელი იქნება გაუთვალისწინებელ შედეგებზე და მსგავს სულელურ საქციელზე რეაქციით“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი თემები