„ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ“ – კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი ოპოზიციურ პარტიებზე საუბორბს და აცხადებს რომ ყველანი ერთად „ომის პარტიას“ წარმოადგენენ.

„ნახეთ თუნდაც განცხადებები სანქციებზე მიერთებასთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ისევ ისინი არ იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ განცხადებების კეთებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, გვირჩევნია ისევ ბომბები ცვიოდესო? დღეს კვლავ შეცვალეს მიდგომა, რადგან ძალიან კარგად იციან ხალხის განწყობა. ხედავთ, რომ მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, ყველა ერთად, არ ჩამოვთვლი სათითაოდ.

როგორ კალაძე ამბობს, ყველას ერთად ერთი „მამა“ ჰყავს.

„ერთნი არიან, ერთი მამა ჰყავთ, უცებ კი შეცვალეს რიტორიკა, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს. გაიხსენეთ ის კომენტარები და განმარტებები, თუ რას აკეთებდნენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აჩვენეთ საზოგადოებას, გვარამიას კომენტარები ან ნებისმიერი სხვისი, თუნდაც ვაშაძე ავიღოთ. ძალიან მარტივი ანალიზის გაკეთება შეიძლება – დღეს ქვეყანას ჰყავს პროქართული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესს. იმიტომ ვართ ხელისუფლებაში და იმიტომ აგვირჩია ხალხმა, რომ გავატაროთ ქართული, პრაგმატული პოლიტიკა, სადაც შედის ჩვენი ქვეყნის, ქართული ინტერესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები