„იმედი მაქვს, საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს“ – სალომე ზურაბიშვილი

პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი სპორტულად აქტიური სალომე ზურაბიშვილი მორიგ „პოსტს“ აქვეყნებს.

„2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. ვამაყობ ორივეთი,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი ლუკა მხეიძე ოლიმპიადაზე საფრანგეთის სახელით გამოდის. მან ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი თემები