„წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვა საქმე? – კალაძე დასავლეთის განცხადებებზე

„ეს ცრუ ბრალდებებია“ – აცხადებს კახა კალაძე დასავლეთის განცხადებებზე, რომლის მიხედვოთაც,  საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა  ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი.

წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო“ – აცხადებს კალაძე.

მისი შეფასებით,  ხელისუფება ისე იქცევა, როგორც ქვეყანას სჭირდება.

„შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავ ყველაფერს – თეთრსაც და შავსაც, მოყვარესაც და მტერსაც. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები