ლაშა ბექაურის პირველი ემოცია ოქროს მედლით დაჯილდოვების შემდეგ (video)

“მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართველი გენი რითაც დღემდე მოვედით ისევ არსებობს”- ამბობს ლაშა ბექაური ოქროს მედლით დაჯილდოვების შემდეგ. ის გამარჯვებას ქართველ გულშემატკივრებს უძღვნის. “მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართველი გენი რითაც დღემდე მოვედით ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი და მადლობა უფალს და ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ და ეს ოქროს მედალი და ეს ისტორიული მედალი თქვენია და მიყვარხართ გულში” – ამბობს ლაშა ბექაური.  

მეტი...

რუხის ციხე-სიმაგრეში  ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით და ქართული ჭიდაობის ფედერაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,მათ შორის,ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩემპიონატის გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, ომის ვეტერანმა და, ასევე, ვეტერანმა სპორტსმენმა, გია ედილაშვილმა. სიმბოლური და ფასიანი საჩუქრები კი წილად ხვდა ასპარეზობის ყველა მონაწილეს. აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

„მეტი ვიდრე სპორტი“-  ლაშა ბექაური მეტოქესთან ერთად (video)

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალები ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლაშა ბექაურთან დაკავშირებით. ამჯერად ის კადრებში მეტოქესთან,  იაპონელ სანშირო მურაოსთან ერთად ჩანს. როგორც ვიდეოში ისმის სანშირო მურაომ ბექაურს „საუკეთესო“ უწოდა. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა შეჯიბრების ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა ანგარიში (1:1), ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.  

მეტი...

„ჰეზბოლამ“ თავისი მეთაურის დაღუპვა დაადასტურა

„ჰეზბოლამ“ თავისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვა დაადასტურა. ამის შესახებ დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ისრაელმა ბეირუთში იერიში გუშინ  განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო ფუად შუქრი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.

მეტი...

„სიზმარში ვარ, დაუჯერებელია“- ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დიდი ისტორია დაიწერა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა“. ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.   საქართველოს ჰიმნი და ქართული დროშა პარიზის ოლიმპიადაზე (video)

მეტი...

“ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს”- კობახიძე

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ყალიბდება  ლოჯისტიკურ ცენტრად. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა. ქვეყანა ყალიბდება  ლოჯისტიკურ ცენტრად. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას  და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს. ჩვენს ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები. მე მინდა  განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როდესაც იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზიის განვითარების ბანკი. „ჩვენ 2007 წელს შევუერთდით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით დღეს კი უკვე გვაქვს მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან.  მე მინდა აღვნიშნო სიხარულით, რომ ჩვენ წელს ვუმასპინძლეთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

საქართველოს ჰიმნი და ქართული დროშა პარიზის ოლიმპიადაზე (video)

ოქრო მოპოვებულია, ლაშა ბექაურის მიზანი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონობაა. პარიზის ოლიმპიადა საქართველოს დროშით და საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

მეტი...

უკრაინელი სამხედრო ტყვე როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა

უკრაინელი სამხედრო ტყვე ოლექსანდრ იშჩენკო, რომელიც „აზოვის“ პოლკში მსახურობდა, დონის როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. „მედიაზონა“ იტყობინება, რომ ამის შესახებ 31 ივლისს გამოაცხადეს სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც 24 „აზოველის“ საქმე განიხილებოდა. 55 წლის იშჩენკო ორი მუხლით არის ბრალდებული – ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის და ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. 2022 წლის თებერვალში ის ნებაყოფლობით შევიდა „აზოვის“ ტერიტორიულ დაცვაში და სამხედრო მძღოლად მსახურობდა. იმავე წლის გაზაფხულზე ის მარიუპოლში ტყვედ ჩაუვარდა რუსეთის სამხედროებს, შემდეგ კი კიდევ 23 უკრაინელთან ერთად იყო სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი.    

მეტი...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა“- აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. დანაშაული…

მეტი...

უკრაინაში „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი ნაწილი ჩავიდა

უკრაინამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი ნაწილი მიიღო. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას პირველი „ეფ-16“-ების ივლისის ბოლომდე მიწოდებას დაჰპირდნენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობა მცირეა. ამასთან, ჯერ დაუზუსტებელია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც „ეფ-16“-ებისთვის მოამზადეს, აღნიშნული ავიაგამანადგურებლების სწრაფადვე გამოყენებას თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.

მეტი...

ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ბექაური ზედიზედ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშა ბექაური სანშირო მურაოს აქამდე სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.    

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.

მეტი...

„რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა“- მოლდოვის პარლამენტში  ჩხრეკა ჩატარდა

მოლდოვის პარლამენტში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაცია შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეს უკავშირდებოდეს. გამოცემა NewsMaker-ის ინფორმაციით, ჩხრეკა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოან კრიანგეს კაბინეტში ჩატარდა. წინა საღამოს ის 72 საათით დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, კრიანგე ხვდებოდა კიშინეუში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს და ფულადი ანაზღაურების სანცვლოდ მას ინფორმაციას აწვდიდა. მანამდე, ასევე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ასევე ხვდებოდა რუსეთის საელჩოს იმავე თანამშრომელს და მას ინფორმაციას აწვდიდა.  

მეტი...

ლაშა ბექაური ფინალშია

ლაშა ბექაური პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალშია. ის ზედიზედ მეორედ ეცდება ოქროს მედლის მოგებას. |ბექაურმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი დაამარცხა. საქართველოს ერთი მედალი უკვე აქვს. 81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

მეტი...

„ჩინეთი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის საყრდენი“ – ელჩი ჭოუ ციენი

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით   ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისტორიაში უმაღლეს დონეზეა. „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და სხვ. ორმხრივ თანამშრომლობაში მსგავსი ნაყოფიერი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ორივე ქვეყნის ძალისხმევის გარეშე, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ საკუთარ ქვეყნებსა და რეგიონებში. გასულ წელს, ჩინეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, საქართველომ ნათლად დაუჭირა მხარი ჩინეთის მიერ წამოყენებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და გამოთქვა…

მეტი...

ინდოეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა

ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა.  BBC-ის ინფორმაციით, ასამდე ადამიანი ამ დრომდე მიწის მასის ქვეშ რჩება. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ, თუმცა მათ წვიმა და ცუდი ამინდი უშლით ხელს. მეწყერი კერალაში გუშინ ჩამოწვა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. შტატის მთავრობაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

მეტი...

აშშ საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

მეტი...

დატბორვის შემდეგ, ჩაქვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

დატბორვის შემდეგ, ჩაქვის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. განცხადებას ბათუმის მერიის კომპანია “ბათუმის წყალი” ავრცელებს და წერს, რომ გზა უკვე გაწმენდილია. ,,სანიაღვრე მილების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ქალაქის მასშტაბით, უწყვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ჭების წმენდა. უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, დაბა ჩაქვის საავტომობილო გზის ნაწილზე შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა. ბათუმის წყლის ავარიული ჯგუფის მიერ განხორციელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, კერძოდ ტექნიკის მეშვეობით გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი და ამოიტუმბა საცხოვრებელი სახლის სარდაფები. ამ დროისთვის დაბა ჩაქვში გზა სრულად გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია”, – წერს ,,ბათუმის წყალი”.

მეტი...

ენტონი ბლინკენი აშშ-ის კავშირს „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობასთან უარყოფს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკას „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. ბლინკენს ასევე ჰკითხეს, თუ რა გავლენა ექნება ჰანიეს მკვლელობას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომზე. „მრავალი წლის გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასდროს არ ღირს ვარაუდების აგება იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ერთი მოვლენა მეორეზე“, – უპასუხა მან. „ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.

მეტი...

გომში ბავშვი თამაშის დროს დაშავდა – ის კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა

გომში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. ,,ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდი თამაშის დროს დაეცა და დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავბული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ კლინიკაში მისვლამდე დაიღუპა.

მეტი...

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას ნებას რთავს ვალის გადახდას 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს 1 ოქტომბრამდე საგარეო ვალის გადახდა საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული კანონი უკრაინის პარლამენტმა 24 ივლისს მიიღო და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. ზელენსკიმ მას ხელი დღეს მოაწერა და საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 25 ივლისს უკრაინის რეიტინგი დეფოლტამდე, CC-დან C დონემდე დაწია. დღეის მდგომარეობით, უკრაინის საერთო საგარეო ვალი 151 მილიარდ დოლარს აღემატება.

მეტი...

თბილისის ზღვაზე ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

თბილისის ზღვაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს წაეკიდა. დაშავებული არავინაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.  

მეტი...

ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელიც თუშეთის გზაზე ავარიაში დაიღუპა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი, ახმეტაში მცხოვრები, 56 წლის დავით მეშველიანია. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ჯიპის მარკის ავტომობილს თავად მართავდა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა. „წესიერი კაცი იყო, ახმეტის ცენტრში, ალვანის დასახვებვისკენ ცხოვრობენ. ისეთი სიმაღლიდან იყო გადავარდნილი, ვერავინ დაეხმარებოდა და გამოიძახეს სამაშველო. თავის მანქანას თვითონ მართავდა. დახუსტებით არ ვიცი, რატომ იყო თუშეთში ასეული. ახლა იმდენი გულშემატკივარია შეკრებილი მაგის სახლთან. ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან ძნელია ყველა ახლობლისთვის“, – ამბობს ერთ-ერთმა ახლობელი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

ანალენა ბერბოკი ევროკავშირს მოუწოდებს უსაფრთხოების გაძლიერებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ევროკავშირს მოუწოდებს უსაფრთხოების გაძლიერებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს. მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობა თავად გერმანიამაც უნდა გააძლიეროს. ანალენა ბერბოკი ფიქრობს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპამ არ უნდა დაუშვას, რომ რუსი სამხედროები გერმანიის ან პოლონეთის საზღვარს მიუახლოვდნენ.

მეტი...

,,გუშინდელი სურათები ვიზუალური გამოხატულებაა, თუ სად ვართ ჩვენ და სად არის კობახიძის ბუნებრივი ადგილი” – ნინო ლომჯარია

ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხა ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა ,,საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ. პრემიერმა თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ,,თემის აწევა” ლომჯარიას ,,დაავალეს”. ნინო ლომჯარიას თქმით, კობახიძის გათვლები არასწორია, რაგდან მისგან საშიში, ან საფრთხის შემცველი ფიგურის გამოყვანა წარუმატებელი იქნება. ,,არასდროს ის არ იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე და ყოველთვის სხვისი ბრალია რაც ხდება, სხვისი ბრალია, რომ გავრილოვი ჩაჯდა მის სკამში, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს ჩვენი მეგობრები უკვე აღარ უჭერენ მხარს, იმიტომ რომ ქართული დიპლომატია ვერ მუშაობს, სხვისი ბრალია, რომ საქართველოს ჯარს შეუჩერეს ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება, სხვისი ბრალია,…

მეტი...

ნახევარფინალში ერთმანეთს ორი ქართველი დაუპირისპირდება

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წლევანდელ ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. ამჯერად მან სამხრეთ კორეელ ჰან ჯუ იოპს იპონით სძლია. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გადავიდა, რომელიც 18:00 საათიდან დაიწყება. ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი იქნება. შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

მეტი...

თბილისში დაკარგულ ქალს მეორე დღეა ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობელბის ცნობით, ქალი სახლიდან 30 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ,,ვეძებთ ირინას !!! სახლიდან გავიდა 30 ივლისს – თბილისი. გრიბოედოვის ქუჩა. მობილური თან არ აქვს. ჩართულია პოლიცია. მოვიკითხეთ ყველა შესაძლო ადგილას. მათ შორის, მცხეთის დედათა მონასტერში. ირინა არის სიონის ტაძრის მრევლი. თუ ვინმეს შეგხვდებათ, გთხოვთ, არ მიატოვოთ, გამოელაპარაკეთ, დააყოვნეთ, და სასწრაფოდ გვაცნობეთ”, – წერს ახლობელი. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 577721551

მეტი...

სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს – ერდოღანი

,,სიონისტური ბარბაროსობა კვლავ ვერ მიაღწევს თავის მიზნებს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო პალესტინის საქმის, ღაზის წინააღმდეგობის და პალესტინელების კანონიერი ბრძოლის შელახვის საზიზღარი მცდელობა, რომლის მიზანია მათი დემორალიზება, დაშინება და ჩახშობა. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მკვლელობა ეხმიანება წინა თავდასხმებს პალესტინელ ფიგურებზე, როგორიცაა შეიხ აჰმედ იასინი და აბდულ აზიზ ალ-რანტისი. თურქეთის პრეზიდენტმა ისლამურ სამყაროს ღაზას სექტორში ჩაგვრის შეწყვეტისთვის ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას აღმოსავლეთ იერუსალიმში დედაქალაქით.

მეტი...

„აშშ-მა  არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია“ – ოფიცილური ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებს პასუხობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ამერიკელების გადაბირებას ცდილობენ, რომ გაავრცელონ პროპაგანდა მათი ინტერესების წინსვლისთვის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ლინ ჯიანი განმარტავს, ეს არის დეზინფორმაცია. „ჩინეთი არასოდეს ჩაერევა და არც არასდროს ჩაერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამერიკულმა მხარემ არ უნდა გაავრცელოს დეზინფორმაცია ჩინეთის შეურაცხყოფისთვის და არ უნდა გახადოს ჩინეთი აშშ-ის არჩევნების საკითხად“ – განმარტა მან.  

მეტი...

პირველი სექტემბრიდან, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

,,მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. „საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს…

მეტი...

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება ტარიფის ცვლილებას არ გამოიწვევს – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას განაახლებს. ამასთანავე, სოფელ მარტყოფის აბონენტებისათვის ამჟამად მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება. სოფელ მარტყოფში არსებული გაზმომარაგების პრობლემების გამო, სემეკის მიერ გაუქმდა შპს „აკრიანი – 2006“-ზე გაცემული ლიცენზია, რადგანაც კომპანიამ ვერ უზრუნველყო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „აკრიანი-2006“ წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ იღებდა სათანადო ზომებს ქსელის მოვლა-პატრონობის მიზნით, გარდა ამისა არ ახორციელებდა ქსელურ საინვესტიციო პროექტებ, აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა…

მეტი...

ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის – აიათოლა ალი ხამენეი

,,ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს შური იძიოს ,,ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს”, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ. ,,თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით მკაცრ სასჯელს”, – თქვა მან და მხედველობაში ჰქონდა ისრაელი. ირანის ახალმა პრეზიდენტმა პატივი მიაგო ისმაილ ჰანიეს ხსოვნას და მას ,,პალესტინის წინააღმდეგობის მამაცი ლიდერი” უწოდა. ,,ირანისა და პალესტინის ორ ამაყ ერს შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას გაუყვება უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე”, – თქვა მასუდ ფეზეშქიანმა.  

მეტი...

რეზიდენცია, რომელშიც ისმაილ ჰანიე იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან გაშვებული რაკეტით დაიბომბა – „ალ მაიადინი“

„ალ მაიადინი“-ის ინფორმაციით, რაკეტა, რომლითაც თეირანში ის რეზიდენცია დაიბომბა, რომელშიც „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე იმყოფებოდა, სხვა სახელმწიფოდან იყო გაშვებული. ირანული წყაროს თქმით, რაკეტა „არა თვით ირანის ტერიტორიიდან“, არამედ „სხვა სახელმწიფოდან“ იყო გასროლილი. პარალელურად, ირანული მედია წერს, რომ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმა საჰაერო მართვადი ჭურვის გამოყენებით მოხდა. ისმაილ ჰანიეს საცხოვრებელი რეზიდენცია ირანის დროით, შუაღამის 02:00 საათზე დაიბომბა. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ისმაილ ჰანიე ჩრდილოეთ თეირანში ვეტერანთა ერთ-ერთ რეზიდენციაში იმყოფებოდა.

მეტი...

ლაშა ბექაური მეოთხედფინალშია

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით სძლია და 1/4 ფინალში გავიდა.

მეტი...

უნგრეთმა ვენესუელის არჩევნების შესახებ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა – Politico

Politico-ს ცნობით, ევროკავშირმა ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება ვერ შეძლო, რადგან უნგრეთმა ის დაბლოკა. კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურდათ ისეთი განცხადების მიღება, რომელშიც ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებს დაგმობდნენ, თუმცა ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციამ ამაში მათ ხელი შეუშალა. ამის გამო ევროკომისარს საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელს განცხადების გავრცელება მხოლოდ საკუთარი სახელით მოუწია. ბორელის განცხადებაში წერია, რომ „ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების სანდო ანგარიშები მიუთითებენ იმაზე, რომ არჩევნები მრავალი უზუსტობებითა და დარღვევებით ჩატარდა. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. მასში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოცხადდა. როგორც ვენესუელის ეროვნული ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება,…

მეტი...

აჭარა წყალმა წაიღო

აჭარაში სტიქიაა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ქუჩები, სახლები, მანქანები. სოციალური ქსელებში ვრცელდება ვიდეოები რა მძიმე ვითარებაა რეგიონში.  ვიდეოში ჩანს, როგორ მიაქვს მანქანები წყალს.  

მეტი...