უკრაინაში „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი ნაწილი ჩავიდა

უკრაინამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი ნაწილი მიიღო. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას პირველი „ეფ-16“-ების ივლისის ბოლომდე მიწოდებას დაჰპირდნენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობა მცირეა.

ამასთან, ჯერ დაუზუსტებელია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც „ეფ-16“-ებისთვის მოამზადეს, აღნიშნული ავიაგამანადგურებლების სწრაფადვე გამოყენებას თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.

მსგავსი თემები