„რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა“- მოლდოვის პარლამენტში  ჩხრეკა ჩატარდა

მოლდოვის პარლამენტში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაცია შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის საქმეს უკავშირდებოდეს.

გამოცემა NewsMaker-ის ინფორმაციით, ჩხრეკა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, იოან კრიანგეს კაბინეტში ჩატარდა. წინა საღამოს ის 72 საათით დააკავეს. გავრცელებული ცნობებით, კრიანგე ხვდებოდა კიშინეუში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს და ფულადი ანაზღაურების სანცვლოდ მას ინფორმაციას აწვდიდა.

მანამდე, ასევე დააკავეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ასევე ხვდებოდა რუსეთის საელჩოს იმავე თანამშრომელს და მას ინფორმაციას აწვდიდა.

 

მსგავსი თემები