ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური წლევანდელ ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. ამჯერად მან სამხრეთ კორეელ ჰან ჯუ იოპს იპონით სძლია. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გადავიდა, რომელიც 18:00 საათიდან დაიწყება.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.