„სიზმარში ვარ, დაუჯერებელია“- ლაშა ბექაური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დიდი ისტორია დაიწერა.

„წარმომიდგენია, რა ხდება ახლა საქართველოში. 2-გზის ჩემპიონობა… სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ. მიხარია, რომ ბედნიერები ხართ, მიხარია რომ ამ ქვეყნის, საქართველოს შვილები ვართ. დიდი ისტორია დაიწერა“.

ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

 

საქართველოს ჰიმნი და ქართული დროშა პარიზის ოლიმპიადაზე (video)

მსგავსი თემები